პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!

პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღწერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს და წერს, რომ “საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას”. ““რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!” – წერს პრეზიდენტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, […]
ზურაბიშვილი: საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილიმა პლატფორმა „ექსზე“ (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის ემზადებიან. „სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. “სპეცნაზები” წყლისა და გაზის ჭავლებით, მზად არიან გადავიდნენ მოქმედებებზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა. […]
„საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!” – სალომე ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება: „რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!” წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
ორი დაკავებულის ვინაობა ცნობილია

იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე – ოთხი დაკავებულიდან ორის ვინაობა ცნობილია. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ზურა გირჩი ჯაფარიძე ავრცელებს. „9 აპრილზე სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე,” – წერს ჯაფარიძე.
16 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]
იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ, 16 აპრილს გავა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე “ჩაგდებული” პროექტის იდენტურია. კანონის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის […]
Samsung Next ვენჩურული ფონდი ისრაელს ტოვებს

Samsung Next-მა, კორპორატიულმა ვენჩურულმა ფონდმა, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს პერსპექტიული ელექტრონიკისა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებში, ისრაელში ფუნქციონირება შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ისრაელ-ღაზის ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. იმავდროულად, ის ჯერ არ გამოსულა ისრაელის 70 კომპანიიდან, რომლებშიც ფონდი ადრე ინვესტიციას ახორციელებდა.
არც ერთი ნაბიჯი უკან! გამარჯვების გარეშე იქიდან არავინ წამოვა! – ლუკა ჭოხონელიძე

მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე: არც ერთი ნაბიჯი უკან! არც ერთი დაკავებული, არც ერთი დარბეული , არც ერთი დედის შვილზე ნერვიულობაში წამოსული ცრემლი არ შეგრჩებათ! წინ გამარჯვებისკენ , საქართველოს გადარჩენისკენ და რუსების ამ ქვეყნიდან გაყრისკენ!!! დღეს დილის 10:00 საათიდან პარლამენტთან! გამარჯვების გარეშე იქიდან არავინ წამოვა! გაუმარჯოს ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს!🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
“ოცნების” დეპუტატები პარლამენტს გაძლიერებული დაცვის ფონზე ტოვებენ

“ოცნების” დეპუტატები პარლამენტს გაძლიერებული დაცვის ფონზე ტოვებენ. ისინი სპეცრაზმის დახმარებით მოქალაქეების გვერდის ავლით გადიან შენობიდან. თუმცა მათი მისამართით მოქალაქეები ყვირიან – “მონებო!” “რუსო!” “მოღალატეებო”. პარლამენტის შენობა სპეცრაზმელების ალყაშია.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია – სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო”. მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]