იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა. ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია. კომიტეტზე კანონის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ოცნებას მობილიზებლი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. „აგენტების კანონს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. “აგენტების კანონს”. ამასთან, პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. პოლიციის კორდონებმა გადაკეტა პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი ქუჩები. კანონპროექტს კომიტეტი 10:00 საათიდან ხმაურის ფონზე განიხილავდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ კოლეგების მიერ სადავო კანონპროექტის მოხსენიება “რუსულ კანონად” დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც […]
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო”. მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
შსს – იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ […]
იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. · კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი 5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს […]
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტზე აკრძალვა დააწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით, რუსეთიდან ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტზე აკრძალვა დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის განცხადებაშია ნათქვამი. გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმებით შემოღებული ღონისძიებების ორი სერია მიზნად ისახავს რუსეთის შემოსავლების შემცირებას ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის ექსპორტიდან, ნათქვამია მოხსენებაში. „ახალი ზომები მოიცავს რუსული წარმოშობის ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტის აკრძალვას. ისინი ასევე ზღუდავენ რუსეთის ალუმინის, […]
იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელითაა ცნობილი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაგრძელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 15 აპრილის საკომიტეტო განხილვის პარალელურად დილიდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. პარლამენტთან შეკრებილნი არიან როგორც ახალგაზრდები, ისე […]
პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ

პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ. აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. მოქალაქეები გეგმავდნენ, მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან […]
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული

პარლამენტის მიმდებარედ პოლიციის კორდონის უკან, წყლისჭავლის მანქანაა მობილიზებული. ცხრა აპრილის ქუჩაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“.
მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილზე – ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში არ გამოიყენოს

მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა „რა ვუყოთ?“ – რა უნდა უყოთ, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ ახლა, რომ მაგაზე იყოს თავდასხმა, მაგათ უნდათ, რომ რაღაცა მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, ვინც კი მომისმენს და მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში […]