მამუკა მდინარაძე – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეხვეწებით ოპონენტებს, “ენჯეოებს”, რომ ერთი არგუმენტი თქვან, რა არის ისეთი, რაც არ არის სხვაგან – არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა

ვეხვეწებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენს ყველა ოპონენტს, ყველა “ენჯეოს”, რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, რა არის ისეთი, რაც ქართულ და “რუსულ კანონებს” ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა – ისინი ახალგაზრდებს და საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ საზოგადოების მღელვარება ხელოვნურად გამოიწვიონ, – ამის შესახებ […]

მამუკა მდინარაძე – ვინ გადაუხადა, თვითონ ალეკო ელისაშვილმა ილაპარაკოს ამაზე

ვინ გადაუხადა თვითონ [ალეკო ელისაშვილმა] ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მას ასეთი არაკაცური არაფერი უნახავს. “ასეთი […]

ომბუდსმენი: არ არსებობს აქციის მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ხალხმრავალ აქციას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, შეკრების მონაწილეებს არ შეუშალოს ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში. ომბუდსმენის შეფასებით, ამ დროისთვის შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება, შესაბამისად, არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი. სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქცია “მშვიდობიან ხასიათს ატარებს” და მონაწილეები პროტესტს “მშვიდობიანი ფორმით” […]

საქართველო არ შეურიგდება ხელახლა გასაბჭოებას – სალომე ზურაბიშვილი

„სპეცრაზმი“ წყლისა და გაზის ბალონებით მზად არის გადავიდეს მოქმედებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე პარლამენტთან მიმდინარე ხმაურიან პროტესტს. როგორც პრეზიდენტი წერს, საქართველო არ შეურიგდება ხელახლა გასაბჭოებას. „თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს. „სპეცრაზმი“ წყლისა და გაზის ბალონებით მზად არის გადავიდეს […]

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შავი ფულის დარქმევა არასწორია“ – ნიკოლოზ შურღაია

მენეჯერმა და მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ „კომერსანტთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. ნიკოლოზმა, რომელსაც 30 წლიანი საბანკო საქმიანობის გამოცდილება აქვს, მათ შორის 5 წელი კომერციული ბანკის დირექტორად, შეაფასა მმართველი გუნდის არგუმენტაციის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ამ მექანიზმით ხელისუფლება ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოსვლას გააკონტროლებს. მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გადახდილი […]

ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობიდან გასულ უმრავლესობის დეპუტატებს – რუსო მოღალატეებო – იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, აქეთ მიიპარებიან რუსეთზე მიყიდული დეპუტატები

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობა მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვეს. სამართალდამცავებს პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელი აქვთ გადაკეტილი, რათა დეპუტატებმა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ. მოქალაქეების შეძახილების პარალელურად, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილიც ისმოდა. „მოღალატეებო!“ „რუსო მოღალატეებო!“ – ასე მიმართავდა „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ავტომობილებში მსხდომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. „ხელისუფლებას, რომელიც პირნათელია […]

საია – საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები. „ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ […]

“ხვიჩას და კიმის დონის ფეხბურთელებს ასეთ ფასად ვეღარ შეიძენენ – “კვარას” გასული სეზონის გაუმჯობესება შეუძლია” – იტალიური მედია

“ნაპოლის” საკუთარ მოედანზე “ფროზინონესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში წერილები გამოქვეყნდა. “გაძეტა დელო სპორტი” აღნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გასული წლის ზაფხულში ძალიან გაუმართლა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე დაბალ ფასში შეიძინა, მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის არ მოხდება, რისი დასტურიც ნათანის და იესპერ ლინდსტრიომის წარუმატებელი ტრანსფერებია, […]

შსს: თუ არ დაემორჩილებიან პოლიციას, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყება პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, “დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს”. “იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ. […]

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ. რამდენიმე ტელევიზიამ დაკავების კადრები გაავრცელა. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე”. მოქალაქეები პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია.