არ შეუშალოთ ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში – სახალხო დამცველი შსს-ს

📢 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს შეკრების მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ❗ სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ […]
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას – საია

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. „ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები […]
თურქეთს გლობალური საექსპორტო ბაზრის 2,5% უკავია

თურქეთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გლობალურ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ქვეყანას $100 მლრდ-ის გლობალური საექსპორტო ბაზრის 2,5% უკავია. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა. ეს სექტორი თურქეთის სერვისების მთლიანი ექსპორტის 40%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. პარალელურად, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკის შესრულების ინდექსზე (IEL), რომელიც მსოფლიო ბანკის […]
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი აქციის მონაწილეებს მშვიდობიან პროტესტში

სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში. „შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და […]
საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! — პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაპოსტა თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციის შესახებ, სადაც ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსულ კანონს. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში „სპეცრაზმელები“ წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ — წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა […]
ამ დროისთვის შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ ამ დროისთვის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება და შსს-ს მოუწოდებს, აქციის მონაწილეების შეკრების უფლებაში არ ჩაერიოს. “ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი”. – წერია განცხადებაში. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ შეკრება მშვიდობიან ხასიათს […]
ომბუდსმენი: პროტესტი მშვიდობიანია, მოვუწოდებ შსს-ს არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და არ არსებობს პოლიციის მხრიდან ჩარევის საფუძველი. ომბუდსმენის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა და მოუწოდებს შსს-ს, არ შეუშალოს ხელი პროტესტში. “შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების […]
სახალხო დამცველი – ამ დროისთვის არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი – მოვუწოდებთ შსს-ს, არ შეუშალოს ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს […]
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებენ, მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს. პარლამენტთან დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმა სცადეს. მომიტინგეებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. პარლამენტმა […]
მამუკა მდინარაძე – თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან – თუ იქნება ძალადობა, პოლიცია ამას პასუხს გასცემს კანონის ფარგლებში

თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, თუ ხალხის მხრიდან იქნება ძალადობა, პოლიცია ამას კანონის ფარგლებში უპასუხებს. „თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. […]