ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელივით დაიცვან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინა ისევე დაიცვან, როგორც ისრაელი დაიცვეს ირანის შეტევისგან. 15 აპრილს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორდანიამ. […]

ქიშმიში ბაზარზე 350%-იანი ფასნამატით იყიდება

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 414 270 დოლარის ღირებულების 245.55 ტონა ქიშმიშის (ხმელი ყურძენი) იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 4.49ლ) ორი თვის მანძილზე იმპორტირებული პროდუქცია, ქვეყნების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: უზბეკეთი- 167 900 დოლარის ღირებულების 101.08 ტონა (1კგ- 4.43ლ) ირანი- 142 880 დოლარის ღირებულების 76.91 ტონა (1კგ- 4.94ლ) ჩინეთი- 49 910 დოლარის ღირებულების 40.41 ტონა (1კგ- 3.29ლ) ინდოეთი- 49.92 […]

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება. “საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქმა მწარმოებლებმა აქცენტი რუსულ ბაზარზე გააკეთეს, ამან კი საქართველოში წარმოების მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. “არანაირი ფასის ზრდა დაგეგმილი არ არის, წარმოება ისეა გათვლილი, რომ ამ ეტაპზე ყველა ქართული წარმოება […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, […]

ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, სიდნეის ეკლესიაში მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო

ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ „ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადა. სამართალდამცავებმა 16 წლის ბიჭი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ეკლესიაში წირვის დროს ეპისკოპოსს, მღვდელსა და მრევლს ცივი იარაღით დაესხა თავს. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხმა ადამიანმა “სიცოცხლისთვის არასაშიში” დაზიანებები მიიღო. დაშავდა თავდამსხმელიც. ავსტრალიის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასაჯაროებს თავდამსხმელის რელიგიურ […]

გერმანიის კანცლერი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება. კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია […]

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია 12:00 საათიდან განახლდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი დღეს, საღამოს 19:00 გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ხმაურის, დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირა. პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 პირი დააკავა.

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებთ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევლენ

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ამასთან, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს […]

სპიკერმა ჯონსონმა ერთმანეთისგან გამიჯნა ისრაელის და უკრაინის დახმარება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს წარუდგინა ოთხი დამოუკიდებელი კანონპროექტი ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ. ჯონსონის ინიციატივა განსხვავდება გადაწყვეტილებისგან, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო კონგრესის ზედა პალატამ, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა და ამ ოთხი მიზნისთვის ერთ პაკეტად დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის დახმარება, საიდანაც 14 მილიარდი […]

ევროკომისიამ უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა

ევროკომისიამ კიევის მიერ წარდგენილი უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა, რაც წინაპირობაა ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 2024 წლიდან 2027 წლამდე – 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გადასახდელად, – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის რეფორმის გეგმის დამტკიცებამ Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში რეგულარული გადახდების გზა მოამზადა. ამ პროგრამით გამოყოფილი დაფინანსების მიზანია, ხელი შეუწყოს […]