“კომპანიას აქვს საავტორო უფლება და იმ ტექნოლოგიაზე, რომლითაც ჩვენი პროდუქტი მზადდება” – “მარგი”

პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა წლების წინ პურის წარმოება დაიწყო. იდეა, რომლის გარშემოც ბიზნესმოდელი შეიქმნა, ჯანსაღი პურის დამზადებას გულისხმობს. პურის წარმოების საჭიროება მაშინ გაჩნდა, როდესაც გამოცდილებამ აჩვენა, რომ პური, ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი, შესაბამისი ტექნოლოგიით უნდა გამოცხვეს, ის უნდა შეიცავდეს მცენარეულ ბოჭკოებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ bm.ge-სთან საუბარში „მარგის“ დამფუძნებელმა, პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა გელა სულაბერიძემ […]
კრამონი: კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში

· 75 · · ევროპარლამენტის პოზიცია ქართული ოცნების რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ამის თაობაზე განვაცხადებთ ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში. წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს

დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა მიმართებაშიც რაიმე არსებითი კითხვის ნიშნები დგას ჩვენს საქმიანობაში – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ ინსტიტუციიდან პოლიტიკის დაცლა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს. კალანდარიშვილმა იმედი გამოთქვა, […]
რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა

რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „მდინარე ტობოლის წყლის დონე სწრაფად იმატებს“, – აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, კურგანის ოლქში 300-ზე მეტი სახლი და 700-მდე საცხოვრებელი ფართი დაიტბორა, ხოლო ქალაქ კურგანში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით, 1500 ადამიანი დარჩა. კურგანის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ შუმკოვის განცხადებით, მდინარე […]
კორეის რესპუბლიკაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი […]
“დიდი დანაკლისი ქართულ მედიცინაში…” – ხეჩინაშვილის კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული ექიმის და კოლეგის, ბატონი ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ირაკლი გახლდათ ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში დარგის განვითარების კუთხით. ბატონი ირაკლის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი […]
პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შედეგები განიხილეს

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრის დროს ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შედეგები განიხილეს, რომელიც აშშ-მა, ისრაელმა და პარტნიორმა ძალებმა ერთობლივი თავდაცვითი ოპერაციის შედეგად აღკვეთეს, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვას და […]
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინასა და ისრაელში სხვადასხვა კონფლიქტი და საჰაერო სივრცეა

თეთრ სახლში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აშშ უკრაინაში საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამას წინ უძღოდა მოკავშირეებისადმი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ უკრაინა ისევე დაიცვან, როგორც ისრაელი დაიცვეს ირანის შეტევისგან. თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ აშშ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, […]
„ტურისტული პაკეტები დაახლოებით 20%-ით არის გაძვირებული“ – Ok Travel

ტურისტული კომპანია Ok Travel-ის ოპერატორი, თაკო ფარცვანია BM.GE-სთან მიმდინარე წლის ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ტურისტული პაკეტების ღირებულება დაახლოებით 20%-ით არის გაძვირებული. მისივე ცნობით, ზაფხულის ჯავშნები ძირითადად თურქეთზე, კვიპროსსა და საბერძნეთზეა გააქტიურებული. ამასთან, აზიაც აქტიურია, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, ამ მიმართულებაზე ჯავშნები შედარებით მცირეა. „სეზონიდან გამომდინარე, ზაფხულის ჯავშნები თურქეთზე, კერძოდ ანტალიაზე, კუშადასსა და […]
უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ Shahed-ის ტიპის 9 დრონი გაუშვეს, თუმცა ცხრავე დრონი საჰაერო ძალებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის 9 დრონით შეუტიეს. უკრაინელმა სამხედროებმა დრონები 6 ოლქში: ხერსონის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, პოლტავას, […]