მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის სხვადასხვა კანონპროექტები წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, პალატა უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებისთვის და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტებისთვის ოთხ ცალკეულ კანონპროექტს წარადგენს. მისი პროგნოზით, პალატა კანონპროექტებს პარასკევს უყრის კენჭს. „მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მკვეთრი მოვლენები, რომლებსაც ყველა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა დაინახოს, როგორ ვრეაგირებთ“, – აღნიშნა ჯონსონმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი შეეცდება შეტევა გააძლიეროს, ჩვენ ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა. „ორი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ანგარიში – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ივაშჩენკოსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს ბუდანოვისგან – გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რისთვის უნდა ვიყოთ მზად შესაძლო მტრული ქმედებების ყველა ფორმატში. აშკარაა, რომ […]
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა უპასუხებს ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას, მაგრამ არ აკონკრეტებს, რა ფორმით განხორციელდება ეს პასუხი. ”ისრაელის ტერიტორიაზე ამდენი რაკეტისა და დრონის გაშვებას პასუხი მოჰყვება,” – განაცხადა ჰალევიმ საჰაერო ძალების სამხრეთ ისრაელში მდებარე ბაზაზე, რომელიც მსუბუქად დაზიანდა თავდასხმის დროს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ, ბოლო ორი […]
მილერი: დღეს არ ვისაუბრებ შედეგებზე, რაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევას მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია, “ქართული ოცნების” მიერ, ე.წ. “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების გამო. მეათიუ მილერის განცხადებით, ეს კანონპროექტი, დააზიანებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. „ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, ჩვენ კვლავ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ და გვაშფოთებს, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ […]
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი “ქუთაისია”

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “სოხუმი-საქართველოს” და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალურ სერიაში “ოვერტაიმი” 1:0 უგებს “სპორტუნის”. ქუთაისელებმა ისევ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს. სერიის პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, იმერულმა კლუბმა 92:90 მოიგო. ამჯერად ქუთაისელებმა 86:83 იმარჯვეს, რაც უპირველესად ბაქარი ბერეკაშვილის დამსახურებაა. კალათბურთში და […]
“უცხოეთის აგენტების” კანონპროექტი დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას გადაიყვანს ევროპული გზიდან. კორესპონდენტის შეკითხვას, როგორ ეხმიანება ეს, ქართველი ხალხის და მთელი დასავლეთის მიერ დაგმობილი და მხოლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აგენტების კანონი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მილერმა უპასუხა: […]
პარლამენტში 16 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებთ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევლენ

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ამასთან, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 […]
მამარდაშვილს, რომელმაც “ვალენსიას” უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა. სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. […]
პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

ხვალ, 12 საათიდან პარლამენტთან აქცია გაგრძელდება. დღევანდელი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ამ დრომდე რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალებიც. შეგახსენებთ, შსს-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აქციის 14 მონაწილე დაკავებულია, დაშავებულია პოლიციის ერთი თანამშრომელი
აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე 577 07 05 63 შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 14 პირი