კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება დემოკრატიისთვის — რელიგიათა საბჭო

საქართველოს სახალხო დამცველთან არსბეული რელიგიათა საბჭო მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საფარქვეშ შემუშავებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას. მათივე შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას. „კანონპროექტი […]
“გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ, სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“ – პაპუაშვილი

“გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ, სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“ – პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი, გვეუბნებოდა, რომ თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით და არ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ – სააკაშვილი რომ გაგვეშვა, სანქციები რომ დაგვეწესებინა, რა იტრიალებდა დღეს თბილისის […]
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა. მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა […]
სააკაშვილი: საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია

· 64 · · ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია, არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია! წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით.
რელიგიათა საბჭო რუსულ კანონზე: დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას. “მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას; კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ […]
თბილისში ყველაზე მაღალი, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება – პროექტი

იპოდრომთან, “ქართუ ფონდის” მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია “ცენტრალ პარკ ავენიუ”, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერები Wissol ჯგუფი და GD Alco არიან. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა […]
ზელენსკიმ განმარტა, თუ როგორ მოახერხეს რუსებმა ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ რუსეთის საავიაციო თავდასხმის მოსაგერიებლად, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. საუბარია ინციდენტზე, რომელიც 11 აპრილს მოხდა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის არმიამ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებზე მიიტანა მასირებული იერიში. რუსეთის თავდასხმის შედეგად […]
ბორის აკუნინი ქართველებს: პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას

ლონდონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ინიციირებასა და განხილვას. აკუნინი წერს, რომ სახიფათოა არა ოპოზიცია და კრიტიკული პრესა, არამედ პუტინიზმი. „რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედიასაშუალებამ თხოვნით მომმართა კომენტარი გამეკეთებინა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე. ზოგადად, მე აზრს არ გამოვთქვამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების […]
“ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. “გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში […]
“არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო”- შალვა პაპუაშვილი

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის მიერ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო. შალვა პაპუაშვილის თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი. “აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ […]