“ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაც მოისმინა იმ სფეროების შესახებ, სადაც ყველაზე მწვავე საკითხები არსებობს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჭურვებისა და თვითმფრინავების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო ქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო