თიბისი დაზღვევა X ენთები – სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის

თიბისი დაზღვევა X ენთები – სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის
გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – სიმართლე მწარეა, დაიწყნარეთ ნერვები და ხალხს გაეცით პასუხი! – როგორც გასულ წელს ამ დარბაზიდან გაიქეცით, ისე გნახავთ გაქცეულს რუსეთში

სიმართლე მწარეა და მაგიტომ ნერვიულობთ! დაიწყნარეთ ნერვები და ხალხს ელაპარაკეთ, გაეცით პასუხი! ხალხი გამოვიდა გასულ წელს და ამ კანონს უთხრა უარი! ეს არის თქვენი სახე, ცვლილებები მოვიდა, როგორც გასულ წელს ამ დარბაზიდან გაიქეცით, ისე გნახავთ ამ ქვეყნიდან გაქცეულს რუსეთში. ბევრი წახვალთ რუსეთში, ვიცი,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს, რომლებიც […]
ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! – თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები

რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ – ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა, – ასე მიმართა საპარლამენტო […]
კახა კალაძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი – გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს

ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება [სანქცირებული] მოსამართლეების დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი. “მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი […]
კახა კალაძე – ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით – კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო

ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით – კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა. როგორც კალაძემ […]
გიგა ბოკერია – აქციების სლოგანი უნდა იყოს არა მარტო „არა რუსულ კანონს“, არამედ „არა პუტინისტურ რეჟიმს“, რადგან ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ჯაშუშის იარლიყი მიაწებოს საზოგადოების ყველა ჯგუფს, ვისაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა საზოგადოების მორალურად გატეხვა. „კანონპროექტი თავისი შინაარსით გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. ამ რეჟიმის ამოცანა არის საზოგადოების მორალურად გატეხვა. მეტასტაზები […]
სოზარ სუბარი – პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ისინი უნდა დასაჯოს. როგორც სუბარი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მოთხოვნისა, ამერიკულმა მხარემ ამ მოსამართლეების რაიმე სახის დანაშაულის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რის გამოც მათ სანქცირება მოხდა. ამასთან, თვალსაჩინოებისთვის სოზარ სუბარი აქვეყნებს ქართული […]
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. „განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება […]
ბორის აკუნინი – პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ – ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, – ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ […]
“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადავიდეს

Il Mattino-ს ცნობით, პრემიერ ლიგის ბინადარი “ასტონ ვილა” “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერისა და კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს დამატებითაა დაინტერესებული. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის მცველს “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. რთული სეზონის დასრულების მერე კაპიტანი “ნაპოლის” ბოსებთან ერთად სამომავლო გეგმებზე დაილაპარაკებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს. მიმდინარე სერია A-ში […]