“ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე “- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განხილვის ირგვლივ განვითრებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. მისი თქმით, გუშინ მამუკა მდინარაძე ცხრა საათის განმავლობაში სვამდა მთავარ კითხვას – რატომ?, რაზეც არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღო. “ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა […]

პაატა მანჯგალაძე – ეს კანონი სინამდვილეში არის ის, რომ საქართველოს ჩამოაშოროს ყველა აქტიური მეგობარი და რუსული ორთავიანი გაუმაძღარი არწივის პირისპირ დატოვოს მარტო

იძახიან „ცალ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“, მესმის ჰო, ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ – უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის და რეზინის ტყვიები? წაუკითხავი კანონიო რომ იძახით, იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფა არ არის? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, […]

თინა ბოკუჩავა – რუსული კანონი სამიზნედ იღებს საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ

რუსული კანონი სამიზნედ იღებს საქართველოს მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება მათ შორის ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, მათ შორის 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, -ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი […]

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

20 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 160-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). ბენეფიციარების […]

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის 80% ორ სადაზღვევოზე ნაწილდება

2023 წელს სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 90 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია (74.9 მლნ ლარი). გასულ წელს სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის თითქმის ნახევარი (48%) ეჭირა, რომელიც 42.8 მლნ ლარს შეადგენდა. მეორე ადგილზე 28.4 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 32% ეკავა. მესამე […]

თბილისში ყველაზე მაღალი, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება – პროექტი

იპოდრომთან, “ქართუ ფონდის” მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია “ცენტრალ პარკ ავენიუ”, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერები Wissol ჯგუფი და GD Alco არიან. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა […]

წილოსანი: ალეკო ბერბიჭაშვილი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა

დღეს არჩევანი გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს სცდება. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილსა და მის მიმდევრებსა და ქართული ოცნების ლიდერებს შორის – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ლიდერებს შორის […] ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა.

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი ციხიდან გაუშვეს

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ 28 წლის ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა. ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს 40 წლამდე ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაადავეს. რამდენიმე დღეში მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ […]

“აი, ეს ხალხია ქართული ოცნების ახალი ლიდერები” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: — ქართული ოცნების ახალი ლიდერები – ჭანტურიას ედპ-ს და მხედრიონის ზონდერები შარმანაშვილი და ქადაგიშვილი , რომლებიც ჯაბა იოსელიანმა დააჯილდოვა კანონიერი ხელისუფლების დამხობის და “ ზვიადისტების” მასობრივი მკვლელობების გამო – ერთი საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დანიშნა-მეორე სამხედრო საბჭოს წევრად — დღესავით მახსოვს 1992 წლის იანვრის ბოლო ( მაშინ მხედრიონის მიერ ძებნაში ვიყავი […]

,, ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება” – ბორის აკუნინი

წარმოშობით ქართველი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც პუტინმა წლების წინ აგენტად გამოაცხადა, ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს: ,,რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მაქვს კომპლექსი, რომ “ნამდვილი ქართველი არ ვარ” – ენა არც კი ვიცი. მეორეც, მეც რუსი […]