“ჭიდაობა მორევაზეა” – პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან მომიტინგეები სხედან

მოქალაქეები პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან იკრიბებიან და ჭიშკართან სხდებიან. ჭიჭინაძის ქუჩაზე უკვე იმყოფებიან რუსული კანონის საპროტესტოდ მისული მოქალაქეები და პარტია “ახალის” წევრები, ისინი პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან დასხდნენ მანამ, სანამ ხელისუფლება საპოლიციო ძალების სრულ მობილიზებას დაიწყებდა. გუშინ აქამდე ვერ მოვედით, იმიტომ არა, რომ ცოტანი ვიყავით, მიწოლა არ ვიცოდით, აღმართზე ამოყვანა ამდენი პოლიციელის რთულია. ამიტომ ხერხი სჯობია ღონესა, […]

დიმიტრი გვრიტიშვილი – არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას – მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის

არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას – მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები , – ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ქართველ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით. მოსამართლეს სოციალურ ქსელში […]

მამუკა მდინარაძე – 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა, არ გავათავისუფლეთ და მართლები აღმოვჩნდით – დღეს გვეუბნებიან, კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ, რადგან ქართულია

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომ მას მხოლოდ ის მოსწონს „რასაც ავალებენ“. „არც რუსს უნდა და არც […]

“კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია” – საფრანგეთის ელჩი რუსულ კანონზე

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, კანონპროექტი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია. “საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა და ცხადია, ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ის კანონი, რომელიც მას უნდა. მე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ მივესალმებით საქართველოს შემოსვლას ევროპულ ოჯახში. ეს თქვენ კარგად იცით. […]

სუსი აფხაზეთში NGO-ების და საერთშორისო ორგანიზაციების შეზღუდვას აფასებს

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენს. კერძოდ, 2023 წელს ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდებოდა ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების უკანონო სამხედრო წვრთნები, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და სხვა დესტრუქციული აქტივობები. ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში ანგარიშში გამოყოფილია ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა, […]

„სოროსის ფონდი“ საქართველოს და უკრაინის გარდა, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დატოვებს

„სოროსის ფონდი“ საქართველოს და უკრაინის გარდა, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დატოვებს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იუწყება Sputnik Kyrgyzstan Telegram არხი. „მათ დახურეს ოფისები ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპაში, გარდა უკრაინისა და საქართველოსა. ბევრი რეგიონული პროექტი მნიშვნელოვნად შემცირდა ან მთლიანად დაიხურა“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა […]

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ევპატორიის კერძო ზოოპარკში ხანძრის შედეგად 200-ზე მეტი ცხოველი დაიხოცა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ევპატორიის კერძო ზოოპარკში ხანძრის შედეგად 200-ზე მეტი ცხოველი დაიხოცა. ტრაგედია გასულ ღამით მოხდა. ზოოპარკ „ტროპიკ პარკში“ ხანძართან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ზოოპარკი ხუთსართულიან შენობაში იყო განთავსებული. რუსულ მედიაში გავრცელებლი ცნობებით, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა ორი დათვის გადაჩენა შეძლეს. მათი ვოლიერები მოშორებით მდებარეობდა. ასევე ზოოპარკიდან […]

„ევროპის ქვეყნებში 2022 წლის მონაცემებით კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 35%-ია, მაგთიკომის კი 75%“ – ComCom

„მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან. არაკონკურენტულ გარემოს არსებობაზე არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, ერთ-ერთი ასეთი კი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი – EBITDA მარჟაა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ევროპის […]

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს შევა ძალაში. კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად აწესებს საბაზისო სამხედრო სამსახურს ხუთი თვით მშვიდობიან დროს და სამი თვით – ომის პერიოდში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საბაზისო საერთო-საჯარისო მომზადებას – 2025 წლის შემდეგ ის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამის ნაწილი იქნება. მოქალაქეები […]

“ივანიშვილი დესპოტი პუტინის ყურმოჭრილი მონაა” – ანიტა რაჭველიშვილი

ეს მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი კიდე არის ყველაზე დაუნდობელი და დესპოტი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ყურმოჭრილი მონა. ამიტომ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანები რა განცხადებებს გავაკეთებთ და რამდენჯერ ავიმაღლებთ ხმას ამ კანონის წინააღმდეგ. ხალხის ხმას და აზრს აქვს აბსოლუტურად ნული მნიშვნელობა ამ მთავრობისთვის. ჩვენი ხალხი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ერთიანდება და […]