მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავური გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული. თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს […]

თემურ ჯანაშია მდინარაძეს – როგორც აღნიშნეთ, კანონის მეორედ შემოტანის მიზანი ხელისუფლების შეხვედრები იყო დონორ ორგანიზაციებთან – თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ვის ჰქონდა შეხვედრები და ვინ იყვნენ დონორი ორგანიზაციები?

როგორც აღნიშნეთ, კანონის მეორედ შემოტანის მიზანი ხელისუფლების შეხვედრები იყო დონორ ორგანიზაციებთან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ეს გამჭვირვალობა, როგორც თქვენ ამბობთ, უფრო გაუარესდა. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ვის ჰქონდა ეს შეხვედრები და ვინ იყვნენ ეს დონორი ორგანიზაციები? – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც […]

უკრაინა ამბობს, რომ რაკეტები ამოეწურა და ვერ ახერხებს რუსეთის იერიშების მოგერიებას

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებით საჰაერო თავდაცვითი რაკეტების ნაკლებობა უკრაინას ხელს უშლის მოიგერიოს რუსეთის იერიშები. მისი თქმით სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კიევის ოლქში რუსეთმა უკრაინის უდიდესი ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს დროული დახმარებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ უკრაინის მწირე რესურსი საჰაერო თავდაცვის კუთხით რთულ ვითარებაში აგდებს უკრაინის თავდაცვის ძალებს, მაშინ როცა რუსეთი […]

1-ელ აპრილს A კატეგორიის ტაქსის 13 609 ნებართვა გაუქმდა – რამდენია აქტიური?

პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი A კატეგორიის ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელია. თბილისის მერიის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე თვის დასაწყისში 13 609 ნებართვა გაუქმდა, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. დღევანდელი მდგომარეობით ტაქსის აქტიური 21 373 ნებართვაა. რაც შეეხება ლიცენზირების პროცესს, გასული წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს […]

საქართველოში ბიზნეს სექტორის ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია – ეროვნული ბანკი

საქართველოში ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებიდან ხდება ცნობილი. სებ-ის მიერ მარტში ბიზნეს სექტორთან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები არის მცირედით, მაგრამ გაზრდილი. „ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და […]

„შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა“ – Reuters

შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთის შუამავლობით იმართებოდა. „Reuters“-ის ინფორმაციით, შეთანხმება ეხებოდა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და ის თითქმის მიღწეული იყო, როდესაც კიევი მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. სააგენტოსთან საუბარში ანონიმური […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, ილია […]

ევროსაბჭომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა

საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში გააგზავნეს, რათა კომისიამ დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასების მოსაზრების მომზადება დაჩქარებული წესით. გარდა ამისა, ვენეციის კომისიას სთხოვეს „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების […]

საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და “EED”

საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და “EED” „საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა […]

სახალხო დამცველის აპარატი – პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, აღენიშნებოდა დაზიანებაც – მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. „სახალხო […]