შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გავათავისუფლეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 15 აპრილს “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებიდან ოთხის გათავისუფლების შესახებ. უწყების ცნობით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, დანარჩენი ათი დემონსტრანტი კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება. შსს-ს მტკიცებით, ყველა დაკავებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ როგორც ადვოკატებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელს. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უცხოური გავლენის კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე სწორედ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრეს ძირითად კანონპროექტად, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ პროექტებს ალტერნატიული ინიციატივის სტატუსი მიანიჭეს. უცხოური გავლენის კანონის მომხსენებელი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილს პლენარული სხდომა 21:00 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუკი […]

“ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს” | “ახალის” წევრები ჭიჭინაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ

“ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია საუბრობს, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთანაა მისული. “აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. აქა ვარ, კი. [ჟურნალისტი: არის თუ არა პასუხი გუშინ სპეცრაზმის მობილიზებაზე]. არის პასუხი მაგაზე და დღესაც […]

შავგულიძე: თუ გამჭვირვალობა არასაკმარისია, ცვლილება გაატარეთ საფინანსო კანონმდებლობაში

რატომ არის რუსული კანონი მავნებელი? – ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე რუსულ კანონზე ამბობს, რომ მისი მიზანია, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისათვის უცხოური ინტერესის გამტარებლის იარლიყის მიკვრა და სტიგმატიზება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა შავგულიძემ შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს, ამ ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიების დარეგისტრირება მოხდეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად და არა “უცხოური ინტერესების ძალის გამტარებლად”. […]

ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია – პოლიცია ცდილობს ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს

ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია. პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, მოქალაქეებს მოუწოდა გადაინაცვლონ შენობის შესასვლელთან, რათა პარლამენტში ვერავინ შევიდეს და გამოვიდეს. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაურია. პოლიცია ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო, რუსებო.

ადამ კინზინგერი – საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

დღეს საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს,- ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ხალხთან ერთად ვდგავართ”,-წერს კინზინგერი.

ნიკა გვარამია – აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ – დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ, გამართულ აქციაზე პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულიყვნენ, საიდანაც დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ. გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა […]

ადამ კინზინგერი – საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

დღეს საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს,- ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს საქართველო მოსკოვის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ხალხთან ერთად ვდგავართ”,-წერს კინზინგერი.

ისრაელი ირანის თავდასხმის პასუხზე მსჯელობს, ირანი პასუხის პასუხით იმუქრება

ისრაელის ომის კაბინეტი, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამედ იკრიბება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, როგორ უპასუხოს ირანის პირველ პირდაპირ თავდასხმას, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. კაბინეტს, თავდასხმის პასუხზე მსჯელობა საერთაშორისო ზეწოლის ფონზე უწევს. საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აირიდოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პირობა […]

პარლამენტის სახურავზე სავარაუდოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან

ფოტო – ტვ პირველი პარლამენტის სახურავზე, სავარაუდოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლები განალაგეს. კადრები “პირველმა” გაავრცელა. კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პარლამენტის სახურავზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს ის ჯგუფი იყოს, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში და მის გარეთ ბოლო ორი დღეა სიგნალს ახშობს.