პაპუაშვილი: დღეს ვერ ამოვწურავთ განხილვას, 9 საათზე მოვრჩებით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პლენარული სხდომა დღეს ვერ მორჩება, რადგან დარჩენილია უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა, ენმ-ს და უმრავლესობის წევრები გამოსვლები, რაც მისივე თქმით, 9 საათამდე ვერ მოესწრება. “ყველა პოლიტიკური ჯგუფი გამოიყენებს დროს. თუ არ ვცდები, დაახლოებით 1.5 – 2 საათის საკითხი არის, შემდეგ უკვე ენმ-ს და უმრავლესობის დრო არის. ჩვენ ამ გრაფიკიდან გამომდინარე, […]
მდინარაძე: რომ ჩავიდე და შევაკვდე იდეას, მერე რას შვრებით, ხალხო?

თქვენ წინააღმდეგ რამე აქცია რომ იყოს, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1 000-10 000 ადამიანში და არ შეიძლება ასე. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს? – ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით ასე. როგორ შეიძლება, ასე არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. იმ ხალხთან ჩამოდიო, ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, […]
დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზივზივაძე – ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ

დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზივზივაძე – ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზივზივაძე – გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ […]
თურქეთმა მომთაბარე ციფრული ვიზა შემოიღო

რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტომ უცხოელებისთვის „ციფრული მომთაბარე ვიზის“ მიღების შესაძლებლობის შესახებ გამოაცხადა. ის განკუთვნილია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ თურქეთიდან დისტანციურად მუშაობა. ინფორმაციის თანახმად, 21-დან 55 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი სტატუსი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ დისტანციურად იმუშაონ, შეუძლიათ მიმართონ ამ ტიპის ვიზას. უცხოელი შეძლებს ქვეყნის კულტურის […]
„არ დავრეგისტრირდებით… ასეთი იარლიყი არ უნდა გვქონდეს“ – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება. ზამბახიძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას ეს იარლიყი, მაშინ როდესაც გაერთიანება ქვეყნის აგროსექტორის განვითარებას, შესაბამისად ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობს. BM.GE-სთან საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაციას წევრობაზე დაფუძნებული არ არის, შესაბამისად ბიუჯეტის დაახლოებით 70% […]
“მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლება… ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!” – კინზინგერი

პარლამენტში რუსული კანონის განხილვას და პარალელურად, საპროტესტო აქციებს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება. სოციალურ ქსელში კინზინგერი წერს, რომ საქართველო მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. “დღეს საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!” – წერს კინზინგერი.
ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე – თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი

გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან „ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“. „ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი […]
გიორგი ვაშაძე მდინარაძეს – ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? – ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ, რა გაქვთ ამისთანა ვალი? – ჩვენ გადაგიხდით

ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ეუბნება, რომ ამ კანონს მათთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ რუსები იწონებენ. […]
ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – ანეკდოტური მდგომარეობაა: ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, კანონი არ არის ჩვენიო და ეუბნებით, თქვენიაო – რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და ეუბნებით, არ არის თქვენიო

როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი – ქართველი ხალხი? ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი?- ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. მან პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, დაელაპარაკონ ხალხს, თუ მათთან სალაპარაკო პირი აქვთ. „კი გასაგები იყო, რომ […]
პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია – პოლიცია ცდილობს ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს

ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ხმაური. პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, მოქალაქეებს მოუწოდა გადაინაცვლონ შენობის შესასვლელთან, რათა პარლამენტში ვერავინ შევიდეს და გამოვიდეს. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაურია. პოლიცია ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო, რუსებო.