“მივმართავ ივანიშვილს, გონს მოეგეთ…” – არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: საქართველო ვეღარ აიტანს ამ რყევას… უნდა ხვდებოდეთ ყველა… ამის ინიციატორები და შემსრულებლები რომ ამ კანონით წარმოუდგენლად დააჩქარებთ თქვენს წასვლას…. თქვენ, როგორც ჩანს, უარესი სცენარისთვის ემზადებით. გამჭრვირვალობა რეალური მიზანი არ არის, ამ კანონით ებრძვით იმას, ვინც მზად არის, რომ შეამოწმოს, გამოააშკარაოს სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა. არაფრის ფასად შევეგუებით, მივმართავ ივანიშვილს, გონს […]
“ამჯერად მოვითხოვოთ ამ უგუნური ხელისუფლების გადადგომა”– შალელაშვილი

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი, რუსულ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციიდან, მედიასთან, ამბობს: სხვაობა ისაა რომ,ეგ უგუნური პარლამენტის უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუ როგორ ტურბულენტობაში შეყავს ქვეყანა. როგორც მაშინ არ გაუვიდათ , ასევე ეხლაც არ მიიღებს ამ არადემოკრატიულ კანონს პარლამენტი. მე დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ჩვენი საზოგადოება არ გაუტარებს, მაგრამ მე მოვუწოდებ ჩვენ ახალგაზრდა და ყველა თაობებს , […]
პარლამენტთან აქცია “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, […]
თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – კატასტროფული ტვირთი არ დაიდოთ მხრებზე – საკუთარ თავს არ გამოუტანოთ განაჩენი, მეტი არაფერი შემიძლია გირჩიოთ

კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის პირობებში როგორ მივიღოთ ეს კანონი? ბანდიტებს და ყაჩაღებს ასამართლებინებთ არასამთავრობოებს? სად გიჩივლოთ მერე იმ ხალხმა?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. თაკო ჩარკვიანის განმარტებით, საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და შემდეგ უნდა მიიღოს აღნიშნული კანონი. […]
მამუკა მდინარაძე – დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე – გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში

დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე- გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. „მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია […]
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე – რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე, მაგრამ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა. გოგა მემანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, პოლიცია სწორედ ამიტომ არის მობილიზებული. „მე რაც ვნახე აქ – მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე. ვინ მიიღო ფიზიკური დაზიანება? აქციის მონაწილეებს ვხედავ, მაგრამ პოლიციელების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. აქ […]
CIU-ში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივესტიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „მოტივაცია და კარიერული განვითარების გზების ძიება“. ინფორმაციას CIU ავრცელებს. „შეხვედრაზე ფსიქოლოგმა აუდიტორიას სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე გააცნო მოტივაციისა თუ დემოტივაციის ძირითადი წყაროები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები, დროის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობა და სხვა ფსიქოლოგიური ასპექტები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი მსმენელთა […]
გერმანიაში გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 3,9 მილიარდ ევროდ შეფასდა

გერმანიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო – „TASS“ ავრცელებს. „საერთო ჯამში, დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები სანქციების ქვეშაა გერმანიაში, ეს მოიცავს სანქციების სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინულ აქტივებს, როგორიცაა ნაღდი ფული, კორპორაციული ინვესტიციები და იახტები“, […]
ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს აზარალებს – ევროკავშირის ექსპერტები

„საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის არის ზიანის მომტანი”, – ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დადეს. კვლევის შედეგად მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქართველ აბონენტებზე და მათ მნიშვნელოვნად აზარალებს. ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის […]