ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.
ბსუ-ს რექტორი FERRANDI Paris-ის მასპინძლობის უმაღლეს სკოლაში იმყოფებოდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დეკანის მოადგილე ნანა გიორგაძე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საფრანგეთის მასპინძლობის მოწინავე უმაღლეს სკოლა FERRANDI Paris-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვიზიტი მოიცავდა მოკლე და გრეძლვადიანი პროგრამების წარდგენას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაცნობას, თანამშრომლობის შესაძლებლობების […]
პაპუაშვილის თქმით, რუსული კანონის კენჭისყრა დღეს ვერ მოესწრება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დღეს ვერ დასრულდება და შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრაც დღეს არ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურების შესაბამისად, ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრებმა უნდა ისარგებლონ სიტყვით გამოსვლით, შემდგომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რაც პაპუაშვილის თქმით 9 საათამდე ვერ მოესწრება: „ყველა პოლიტიკური ჯგუფი გამოიყენებს დროს. თუ არ ვცდები, დაახლოებით […]
რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობდნენ პოლიციელებზე – მემანიშვილი პარლამენტთან დაპირისპირებაზე

“მე რაც ვნახე აქ, მოქალაქეები ძალადობდნენ პოლიციელებზე” – ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. “აქ ვიყავი, მონაწილეები შედიოდნენ ფიზიკურ შემხებლობაში პოლიციელებთან. პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. რომ არ მოხდეს შენობის პიკეტირება, იმიტომ ვდგავართ აქ” – ამბობს მემანიშვილი მთავარ არხთან. პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია […]
მდინარაძე კვლავ იმეორებს, რომ რუსულ კანონს ეკლესიის დასაცავად იღებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონის მიზანია დონორმა ორგანზიაციებმა მომავალში სრულად ან მაქსიმალურად შეამცირონ “ცუდი საქმეების” დაფინანსება. “ჩვენ გვინდა რომ საქართველო იდგეს თავის სიმაღლეზე და დონორმა ორგანიზაციებმა იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალში არ დაფინანსდეს და შემცირდეს მაქსიმალურად ცუდი საქმეები, რადიკალური ამბები, ექსტრემიზმი, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და მეტი პროცენტული მაჩვენებლით, […]
NBC: ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად იორდანიამ ისრაელი საჰაერო სივრცეში შეუშვა

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია NBC News-ის ინფორმაციით, იორდანიამ ირანის მიერ 14 აპრილს გაშვებული დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად ისრაელის ავიაგამანადგურებლებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლის ნება დართო. NBC News-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მაღალჩინოსანმა 15 აპრილს განაცხადა, რომ “აღმოსავლეთიდან წამოსულ რაიმეზე პასუხის გასაცემად ჩვენ გვჭირდება, ისრაელიდან აღმოსავლეთით გავფრინდეთ”. “ეს კოორდინირებით მოხერხდა”. – განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე რეპორტიორებთან საუბრისას. […]
“ტოქსიკური შხაპის მიღება გიწევს, მაგრამ თუ ავატარი გაქვს მიგდებული – u fine!”– ჩერგოლეიშვილი
ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები. რაღაც მოხდება, მაგალითად – ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება, თუ სხვა რამ – პოლიტიკურად აქტიურ წრეს გადაუვლის ეიფორიის ტალღა და ვინც საღ ჭკუაზეა, მათ უდიდეს უმრავლესობას ამ ეიფორიასთან გაკარებაც კი ეზარებათ – იმდენად ტოქსიკურია. ეს […]
გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ,,ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათ ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ […]
თქვენ, როგორც ჩანს, უარესი სცენარისთვის ემზადებით – არმაზ ახვლედიანი ივანიშვილს

“დააჩქარებთ თქვენს წასვლას… თქვენ, როგორც ჩანს, უარესი სცენარისთვის ემზადებით,” – ამ სიტყვებით მიმართა არმაზ ახვლედიანმა “ოცნების” დეპუტატებს. პარლამენტში, სადაც რუსულ კანონზე მსჯელობენ და პირველი მოსმენით მიღებისთვის ემზადებიან, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ოცნების ამ მიზანს არავინ შეეგუება. არმაზ ახვლედიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა დარბაზში – მისი სიტყვები მიუღებელი აღმოჩნდა “ოცნების” მაგინებელი დეპუტატისთვის დიტო სამხარაძისთვის. საქართველო ვეღარ აიტანს […]
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანები რუსულ კანონს აპროტესტებენ. პროტესტს უამრავი ადამიანი უერთდება და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა