პარლამენტის შენობასთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა

პარლამენტის შენობასთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის – “კურიერის” ოპერატორი. დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. „რუსთავი2“
პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა

პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა – სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. „ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს აქაური სიტუაციის შესახებ, ხვალ ევროკავშირის ევროპული საბჭოს სხდომაა”- ამბობს პრეზიდენტი. საბჭოს დღის წესრიგში არ არის შეტანილი ეს თემა, თუმცა ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მოხდება ამ საკითხის განხილვა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, სასწრაფო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს. რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ამ ეტაპზე, უცნობია რამდენი პირია დაშავებული და რამდენს გაუწიეს პირველადი დახმარება. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო […]
ბათუმის “დინამო” “იბერია 1999”-ს დაეწია – “კოლხეთისა” და “დილას” მატჩში სამი პენალტი ვერ გაიტანეს

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა და „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია. წიტაიშვილმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთიც მის პასს მოჰყვა. „სამტრედია“ კი 6 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა. „დილამ“ „კოლხეთს“ 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა სამი პენალტი ვერ გაიტანეს – […]
IMF 2024 წელს ნელ, მაგრამ სტაბილურ გლობალურ ზრდას პროგნოზირებს

გლობალურ ეკონომიკას ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდის ერთი წელი ელის, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) სამშაბათს. IMF-ის პროგნოზით, გლობალური მშპ-ის რეალური ზრდა იქნება 3.2% 2024 და 2025 წლებში, იგივე ტემპით, რაც 2023 წელს. 2024 წლის პროგნოზი იანვარში, 0,1 პროცენტული პუნქტით გადაიხედა, რაც დიდწილად აშშ-ის პროგნოზის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. „ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური ეკონომიკა საკმაოდ მდგრადია“, – […]
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა

თბილისში პარლამენტის შენობის გარშემო, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ „16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი“. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების […]
პრეზიდენტი: ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს კანონი, დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს ეს კანონი პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა: „მასობრივი პროტესტის მეორე დღე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის ნების და პარტნიორების პროტესტის საწინააღმდეგოდ პირდაპირი პროვოკაციაა — დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა“ — […]
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას “საერთაშორისო სტანდარტი”

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აქციაზე ძალის გამოყენების შემთხვევაში, “დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები”. “2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ […]
ჩინეთი ირანთან თანამშრომლობას არ შეწყვეტს

ჩინეთი მზადაა გააგრძელოს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას, მიუხედავად თეირანის ისრაელზე თავდასხმისა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ, ირანელ კოლეგას – ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს განუცხადა. „ჩინეთი მზადაა სტაბილურად განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ჩინეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა […]
პრეზიდენტი “დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას” უწოდებს “აგენტების კანონის” მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება “აგენტების კანონის” განხილვას პარლამენტში და მის წინააღმდეგ პროტესტს. სალომე ზურაბიშვილი სადავო კანონს რუსულ კანონად იხსენიებს და ხელისუფლების მცდელობას, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობის ფონზე მიიღოს კანონპროექტი, დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად მიიჩნევს. „მასობრივი პროტესტის მეორე ღამეა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების […]