“ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!” – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს: საქართველოში დემონსტრანტები ავლენენ მტკიცე გადაწყვეტილებას, ეწინააღმდეგებიან რუსული სტილის ჩარევას ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების მცდელობებში. ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!

მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ – “ყველაფრის წამრთმევი კანონი”

„როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს? ის რომ: ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს […]

შსს: აქციაზე 11 პირი ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად” სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. შსს-ს მტკიცებით, “მიუხედავად არაერთი მოწოდებისა” აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. უწყებაში ამბობენ, რომ შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა […]

შსს-ს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე 11 პირია დაკავებული

„რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან […]

იმედი NGO-ებს მიმართავს, მათი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე პოზიცია გამოთქვან

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს – გამოხატონ საკუთარი პოზიცია ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე – ტელეკომპანია იმედი კიდევ ერთ მიმართვას აქვეყნებს. “ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს […]

ომბუდსმენი: 22:00-სთვის შსს-მ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი: „საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ […]

“დემონსტრანტებს საქართველოში – აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”– სახდეპი

ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

“სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგად” – გვარამია

რას შვრებიან, სრულიად გაუგებარია. არაფერი არ ხდება ისეთი, როცა ძალის გამოყენება ლეგიტიმური იქნებოდა. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს. სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგად. სიგიჟის ინიციატორები ვინც არიან ხოლმე, საბოლოო ჯამში ეს ხალხი ვერ იმარჯვებს და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. ისტორია უკან არ შეტრიალდება, რუსეთში საქართველო არ დაბრუნდება და ამისთვის რაც […]

სახალხო დამცველის ახალი განცხადება – რას აღარ წერს ის დღეს?

სახალხო დამცველის აპარატი, არაერთი მიმართვის შემდეგ, ავრცელებს განცხადებას, რომლის ტონიც, გუშინდელთან შედარებით, მკვეთრად შერბილებულია, მაშინ, როცა დღევანდელ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული. სახალხო დამცველი: ცნობისთვის, გუშინ, სახალხო დამცველის აპარატი წერდა: ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

“ხმოვანი სიგნალის გარეშე ალყა შემოგვარტყეს, გვირტყეს, გადათელეს ქალები, ბავშვები” – ყურუა

ყველანაირი ხმოვანი სიგნალის გარეშე შემოვარდნენ, ალყა შემოგვარტყეს, შემოვიდნენ და გვცემეს“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა „პირველებთან“ საუბრობს. ყურუას თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა სრულიად მოულოდნელად დაიწყო სპეცრაზმმა. გააპარეს თავიანთი მონა დეპუტატები, არ ვაკეთებდით არაფერს, სავალი ნაწილი არ გვქონდა დაკავებული, უბრალოდ ალყა შემოგვარტყეს, გვირტყეს და გამოიყენეს წიწაკის სპრეი, გადათელეს ქალები, ბავშვები, […]