სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება გამოიყენა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ. როგორც “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ამბობს ადგილიდან, სითხეს, რომელიც სპეცრაზმმმა გამოიყენა, აქვს სპეციფიური სუნი. კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი სითხით არის […]

მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს – ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს – ეპისკოპოსი საბა ინწკირველი მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს – ასე ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი. “მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია. მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე […]

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა – პრეზიდენტი

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა – პრეზიდენტი ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე […]

მეუფე საბა: დაუშვებლად მიმაჩნია დაჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ნაჩქარევად მიღება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება. მეუფე საბა ფიქრობს, რომ გასულ წელს კანონის პროექტის გაწვევა დადებითი გადაწყვეტილება იყო. “მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს”,- ამბობს ის. “მსურს გამოვეხმაურო […]

გიორგი ვაშაძე – ალყა შემოარტყეს ხალხს, მოვუწოდებ, ნუ სჩადიან უკანონო ქმედებებს – ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან – ღალატი

მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან კი ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ!- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ განმარტა, აქციის მიმდინარეობისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ უკანონო ქმედებები განხორციელდა. “აბსოლუტურად უკანონო ქმედება არის ის, რაც მოხდა. წინ ვიდექი და მათი {სპეციალური დანიშნულების […]

ბადრი ჯაფარიძე – შს მინისტრს მოვუწოდებ, ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა – უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს

პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებ, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა – უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ შსს-ს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისი პარტიის […]

სახალხო დამცველი – მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს. 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ […]

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ინფორმაციით, პარლამენტთან პარტიის წევრი გია ხასაია დააკავეს

სამართალდამცავებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. ამასთან, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ფინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა […]