„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან. ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა. შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის […]

ერაყის პრემიერი – ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს ერაყს დრონები და რაკეტები არ გაუშვია

ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი უარყოფს ისრაელის განცხადებას, რომ ქვეყანაზე თავდასხმის დროს ზოგიერთი რაკეტა ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს. ”იმ სამხედრო ანგარიშებით, რაც მივიღეთ, არ დასტურდება, რომ ერაყიდან რაკეტა ან დრონი გაუშვეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიოა : არ ვაძლევთ უფლებას არცერთ არასამთავრობო ორგანოს გამოიყენოს ერაყი ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიყენებთ სამართლებრივ პროცედურებს ერაყის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ერაყის […]

აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში

გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი გაჩნდა ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში. გამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ვიდეოები, რომლებზეც მისი ინფორმაციით, ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა. რუსეთს ჯანკოიზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი […]

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. „პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს […]

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

ევროკავშირი, ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას და დიპლომატები იმუშავებენ მასზე უახლოეს დღეებში, რათა მინისტრებმა კვლავ განიხილონ ის ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ევროკავშირის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩინეთს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩინეთს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო ურთიერთობებში. „ჩინეთს ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის აღდგენას“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, აქტიური მზადება მიმდინარეობს შვეიცარიაში პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის და მიმდინარეობს მუშაობა მისი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა […]

ჯეიკ სალივანი – აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს

შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი […]

,, ერთერთი დაკავებული ვიპოვე ახლა საავადმყოფოში ტვინის შერყევა აქვს და საშინლად ნაცემია” – ადვოკატი

,,დაკავებულები არიან სასტიკად ნაცემები”, – წერს , სოციალურ ქსელში ადვოკატი გიორგი ტაბატაძე: ,,დაკავებულები არიან სასტიკად ნაცემები. შემოვიარეთ იზოლატორები პოლიციის დაწესებულებები და მათ უმრავლესობას ვერ ვპოულობთ. ერთერთი ვიპოვე ახლა საავადმყოფოში ტვინის შერყევა აქვს და საშინლად ნაცემია. არ მიშვებენ სანახავად. პოლიციის ნებართვაა საჭიროო. ადამიანებს მასობრივად ურღვევენ დაცვის უფლებას. ადვოკატს არ ახვედრებენ. გაიღვიძეთ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian […]

“მსაჯმა სეზონი დაგვისრულა” – ხავი აღშფოთებულია

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პსჟ-სთან და გათამაშებას გამოეთიშა. მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 29-ე წუთზე გააძევა მასპინძელთა გუნდის მცველი რონალდ არაუხო, ხოლო 56-ე წუთზე მწვრთნელ ხავისაც წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავიმ კომენტარი გააკეთა. “უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში […]