სირცხვილიას წევრმა აქციაზე იდაყვის მოტეხილობა მიიღო, დილით დაგეგმილია ოპერაცია

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, სირცხვილიას წევრმა, მარიამ დოლიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იდაყვის ძვლის მოტეხილობა მიიღო. “მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ძვლის მოტეხილობა. დილით გავუკეთებთ ოპერაციასო. ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა. ვართ საავადმყოფოში. ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ. აფდეითი რაც იქნება, მოგწერთ”. – წერს გეგუჩაძე Facebook-ზე. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის […]

,,სპეცრაზმი რა სისასტიკისთვისაც შექმნა წინა ხელისუფლებამ, იმ სისასტიკისთვის დაიტოვა მიმდინარე ხელისუფლებამ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: ,,სპეცრაზმი რა სასტიკისთვისაც შექმნა წინა ხელისუფლებამ, იმ სისასტიკისთვის დაიტოვა მიმდინარე ხელისუფლებამ. სპეცრაზმი მუდმივად გამოიყენებოდა ტირანიისთვის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლების სიძულვილის გადმოსანთხევად. ვინმეს თუ ახსოვს, როდისმე სპეცრაზმს რაიმე სიკეთე შეექმნას და საზოგადოებისათვის სასარგებლო ყოფილიყოს, გამახსენეთ. სპეცრაზმი ჩნდება იქ, სადაც ხელისუფლებას სძულს საკუთარი ხალხი. მეტი ფუნქცია მათ არც ჰქონიათ და არც […]

სირცხვილიას წევრს მარიამ დოლიძეს აქციაზე ხელი მოტეხეს – მას ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სირცხვილიას წევრი მარიამ დოლიძე დაშავდა. მოძრაობა Facebook-ზე წერს, რომ “მოძალადე სპეცრაზმმელებმა მარიამ დოლიძეს ხელი მოტეხეს”. სირცხვილიას დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ მარიამ დოლიძეს იდაყვის ძვლის მოტეხილობა აქვს და ხვალ დილით ოპერაცია ჩაუტარდება. ამასთან, მას აქვს ფეხის დაბეჟილობა. ამასთან, მჟავანაძის თქმით, მარიამ დოლიძემ დაზიანება მიიღო თავის არეშიც, თუმცა ის უკვე […]

“ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ” – აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიციამ სცემა

“ბრძოლა გრძელდება და ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ” – ამბობს ფორმულასთან საუბრისას აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძე, რომელიც დღეს სპეცრაზმმა ჯერ წააქცია, შემდეგ კი სცემა. ბერიძის თქმით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს. “წამოვიდა პოლიცია ჩვენკენ, რაღაც ნაწილი გავარდა ქუჩის მეორე მხარეს, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი და უცებ დამარტყეს, დავვარდი და ცოტათი პატარა ზიანი მივიღე, ისეთი არაფერი. კარგად […]

,, ეს ფეხის ხმას აყოლილი, “ცხვრის ფარის სინდრომით” შეპყრობილი ახალგაზრდები არიან” – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,01:53. ვუყურებ ლაივს. ირევიან არეულები, ისინი მუშაობენ და კამერები ფეხებზე ჰკიდიათ! ნაწილი კამერას ერიდება, სახეს მალავს. ეს ფეხის ხმას აყოლილი, “ცხვრის ფარის სინდრომით” შეპყრობილი ახალგაზრდები არიან, სადაც მისი პატარა “უმრავლესობაა”, ისიც იქ უნდა იყოს, ასე ჰგონია და იმიტომ არის ცხვარი! აი, იმ სასტვენიან, წვერიან მუტრუკს ნეტა, რამდენს უხდიან […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – პოლიცია განაგრძობს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას – ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს

საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის […]

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება დემონსტრანტთა ნაწილი

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური განვლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 2 დღეა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე მხოლოდ დღეს სამართალდამცველების მიერ 11 პირი დაკავებულია. შინაგან საქმეთა […]

მოვუწოდებთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების – პუბლიკას, ტაბულასა დააპრილის ჟურნალისტებს – ალექსნდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს. საერთაშოისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს […]