პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონგ ჯუნს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ლოიდ ოსტინმა დონგ ჯუნთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთმა ნაოსნობის თავისუფლებას პატივი უნდა სცეს, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. „დონგ ჯუნმა ხაზგასმით […]

ზურა ჯაფარიძე: ყველა დაკავებული ნაცემია – “დაკავების დროს მოხვდა” არა, ნაცემია

რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ – ყველა დაკავებული ნაცემია. ‘დაკავების დროს მოხვდა’ არა, ნაცემი. სცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ ‘ტრაკში გაგთხრით მაგ კანონს’-ო. 11.30-ზე პარლამენტის უკან

„ყიფიანის პური“ : ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ხორბლის გადამუშავების და შენახვის საშუალება არ გვაქვს

საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. 2023 წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა. როგორც პურის მწარმოებელი კომპანია „ყიფიანის პურის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ყიფიანი BM.GE-სთან აცხადებს, პურის ფასი წლიდან წლამდე იზრდება, რისი კონტროლიც ქვეყანას არ შეუძლია. ამის მიზეზი კი […]

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანის „ცალმხრივი მოქმედებების“ გამო ბაქოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია. გადაწყვეტილება 16 აპრილს გამოქვეყნდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი განაგრძობს ცალმხრივ მოქმედებებს, რომლებიც აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მსგავსი მოქმედების კონკრეტული მაგალითები მოყვანილი არ არის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტი 16 აპრილს შეხვდა ბაქოდან კონსულტაციისთვის გაწვეულ ელჩს, აზერბაიჯანის მოქმედებებს სამწუხარო უწოდა […]

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე […]

“რუსეთის დდშვც… საქართველო ევროპაში” – ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურებიან. “რუსეთის დდშვც”, – წერს კანკავა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე “საქართველო ევროპაში”, – ვკითხულობთ გიორგი ჩაკვეტაძის “ისტაგრამ” სთორიზე მე მთაში დაბადებულ კაცს ერთი რამე არ მესმის რო იგინები იმის თავი მაინც უნდა გქონდეს რო არ გაგძუყნონ ჩამოდით და ერთად ვიომოთ […]

დღეს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის, გრაფ შულენბურგის, დავით ჯაბიძის, წყაროთუბნის, მწვანე და ლეო კერესელიძის ქუჩების […]

იმპორტირებული ყურძენი ბაზარზე 400%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტიორი ქვეყნები

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 15-20 ლარიდან იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.

მელია: მიუხედავად ნებისმიერი საქმისა, უნდა ვიდგეთ მყარად, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა!

ყველა, ვისაც გვინდა საქართველო იყოს ევროპა და არა რუსეთი, ეს დღეები, მიუხედავად ნებისმიერი საქმისა, უნდა ვიდგეთ ქვეყნისა და მისი მომავლის სამსახურში, ვიდგეთ ბევრნი და ვიდგეთ მყარად, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა! დღეს, 11:30 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.