“პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა” – რას წერს აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქე?

მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ესწრებოდა ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა :))) მადლობა ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ ვინც მკითხულობეით და მკითხულობთ ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად ჩემთან ერთად არის კიდევ მასწავლებელი ვინმე თორნიკე […]

სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში, აქციაზე დაკავებულები მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებული. იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისი თქმით, აქედან, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. სახალხო დამცველი დღესვე, დიღომის იზოლატორში მივა, სადაც მისი ინფორმაციით, 8 ადამიანია მოთავსებული. გარდა […]

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს, ოპერაცია ჩაუტარდა

16 აპრილის ღამეს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს, ოპერაცია ჩაუტარდა – ექიმების თქმით, მას რეაბილიტაციისთვის ერთი თვე დასჭირდება. მარიამ დოლიძეს აქციაზე ხელი მოტყდა, დაბეჟილი და გაჭრილი აქვს ფეხი. როგორც ‘სირცხვილიას” კიდევ ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დოლიძეს ოპერაცია 17 აპრილის დილას ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მარიამ დოლიძის გარდა, […]

„ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ“ – აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები, დააკავეს

16 აპრილს, გვიან ღამით, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები, ნაცემები არიან, – ამბობენ მათი თანამოაზრეები. გიგა ჯოხაძე კვლევითი ცენტრის, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარია. 18 წლის სანდრო ჯოხაძე სკოლის მოსწავლეა, აბიტურიენტი. „ჭავჭავაძის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის, გია ჯაფარიძის ცნობით, ისინი სასტიკად სცემეს. დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისთვის უცნობი იყო, […]

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სამი სარაკეტო დარტყმა იყო. ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ ლომაკის ცნობით, ერთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა „სოციალური ინფრასტრუქტურის“ რვასართულიან შენობას. სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ეს შენობა, სავარაუდოდ, საავადმყოფოა. […]

მედვედევი: თბილისში ყველა ამ აქციის უკან ყველასთვის ნაცნობი “ჰოლივუდის ხელი” ჩანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებს ეხმაურება. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი თავის Telegram არხზე წერს, რომ ვინც თბილისში განვითარებულ მოვლენებს, სპონტანურ პროტესტს უწოდებს, “პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს” და დაამატა, რომ ამ აქციების უკან “ყველასთვის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს.” “მთავარი, რაც პროტესტანტებს არ მოსწონთ გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში, […]

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო” – შოთა არველაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო” – შოთა არველაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, […]

წყალდიდობამ დუბაის აეროპორტში ფრენები შეაფერხა

წყალდიდობამ დუბაის აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ წყალდიდობის გამო მნიშვნელოვან შეფერხებას განიცდიან და პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!“ – ნინო ზამბახიძე

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონს. მისი თქმით რასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, შესაძლოა მიღწეულ იქნას მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებისა და ზოგადად ასეთი რეესტრის შექმნის გარეშეც. „კომერსანტი“ ნინო ზამბახიძის […]

კავკასიის მედიცინის ცენტრიდან აქციაზე დაშავებული ყველა პირი უკვე გაწერეს, ორი დაშავებული რჩება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრიდან აქციაზე დაშავებული ყველა პირი უკვე გაწერეს, ორი დაშავებული რჩება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იყვნენ გადაყვანილი, კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობეს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, ისინი კვლავ სამედიცინო […]