სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სამი სარაკეტო დარტყმა იყო.
ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ ლომაკის ცნობით, ერთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა „სოციალური ინფრასტრუქტურის“ რვასართულიან შენობას.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ეს შენობა, სავარაუდოდ, საავადმყოფოა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)