ემილ ავდალიანი – ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ

რა მნიშვნელობა აქვს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთისთვის და ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკისთვის, რა პოზიცია უკავიათ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში რუსეთსა და ჩინეთს, იმ კავშირებისა და პრობლემების ფონზე, რაც დღეისათვის სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება სომხეთის ევროპული მისწრაფებები, ასევე იმაზე, რამდენად საფუძვლიანია ერევნის მტკიცება, რომ „ზანგეზურის კორიდორზე“ აზერბაიჯანის კონტროლის დამყარების სურვილის გამო […]
ევროპარლამენტარი ვლად გეორგე – დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს

დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს. „საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, – წერს ვლად გეორგე X-ზე.
ვასო ურუშაძე – რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი, დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად – სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი

რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით. „ეს არის ქვეყანა, რომელსაც მიაქანებენ რუსეთისკენ. სწორედ რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და იქ […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ მოწმეს დაკითხავენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად […]
„რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ?“ – გიდი ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებას აპროტესტებს

რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ? – გიდი ნუცა ცქიმანაური ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებას აპროტესტებს. მისი თქმით, „დღეს შინ ჯდომა და გაჩუმება არის ღალატის ტოლფასი! „რუსული კანონებით, რუსეთზე დამოკიდებულებით საქართველო ვერაფერს მოიგებს და ისევ იზოლაციაში დავრჩებით, როგორც ვიყავით ბოლო 300 წელი! არ გვეყო?! ყველა სიკეთე, რაც მოგწონთ დღეს – ევროპაში უვიზო მოგზაურობა, სწავლა, გართობა, […]
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს. ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ […]
ტვირთების დაზღვევაში მოზიდული პრემიის ნახევარზე მეტი ორი სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება

სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეული ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის განმავლობაში 46 000-ს გადააჭარბა, რაც თითქმის 13 000-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ტვირთების დაზღვევის რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თიბისი დაზღვევა – 17 970; ჯი პი აი ჰოლდინგი – 10 942; ალდაგი – 6579; ევროინს ჯორჯია – 3681; ალფა – 1735. კომპანიებმა […]
„ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა. როგორც აუსტრევიჩუსი წერს, „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი. „საქართველოში დემონსტრანტები აჩვენებენ სიმტკიცეს, შეეწინააღმდეგონ რუსული სტილის ჩარევას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების მცდელობებში. „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“, – წერს აუსტრევიჩუსი.
„500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 9,9 მლნ ლარია

თბილისის მერია „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამას განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. „მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა […]
„ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება“- რაქვიაშვილის განცხადებით, ოფშორიდან ქონების საქართველოში გადმოტანა მარტივდება

პარლამენტის დეპუტატი, პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, საგადასახადო კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს შემოაქვს ცვლილება, რომლის თანახმადაც ოფშორული ტერიტორიიდან საქართველოში კომპაიის ან საკუთრების გადმოტანა აღარ დაიბეგრება. როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, ეს შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს რომ ოცნება სანქციებისთვის ემზადება. „როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, […]