პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღვოდა წინ. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – […]

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა. ტაბატაძის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა – მის ადგილმონაცვლედ კი პარლამენტში […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – ნუ წამოაჩენთ ისე, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს თქვენი მომხრეები წყვეტენ! ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა თანხები შემოდის და როგორ იხარჯება ის!

ნუ წამოაჩენთ ისე, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს თქვენი მომხრეები წყვეტენ! ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს იცოდეს, რა თანხები შემოდის და როგორ იხარჯება ის! – ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველი მოსმენით ამ კანონს მივიღებთ და ვიზრუნებთ, რომ ხალხს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა […]

მამუკა მდინარაძე – დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს – რომ შეეძლოთ, ლამის ტყვია გესროლონ, არ მოუკლავთ თუ რა? – მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო

დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. რომ შეეძლოთ, ლამის ტყვია გესროლონ. არ მოუკლავთ თუ რა? – მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მდინარაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პოლიციას, რაზეც დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს. „დეკლარაციას შეავსებს თუ არა […]

მამუკა მდინარაძე – სხვა ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო – დღეს გამოვიდა მედვედევი, შეგვიქო – ანუ, რაც აწყობთ, ცეცხლზე ნავთი რომ დაასხან, ამას აკეთებენ

ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თავისი ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო. დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო – გარედან ყველა ქვეყანა, რაც მუხტის აწევას სჭირდება, იმას აკეთებს, რუსებიც და სხვებიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა. მისი […]

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა – მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით 15 აპრილს მიიღო. პარალელურად, პარლამენტთან კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე […]

კუბილიუსი: EU-ზე საუბარი ვერ დაიწყება ქვეყანასთან, რომელშიც ანტიევროპულ კანონს იღებენ

ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს.

RSF სპეცრაზმის მიერ “ტაბულას”, “პუბლიკას” და “აპრილის” ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF)17 აპრილის რამეს თბილისში სპეცრაზმის მიერ “ტაბულას”, “პუბლიკას” და “აპრილის” ჟურნალისტების ცემის ფაქტზე პოსტს სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს. “RSF გმობს პოლიციელების მიერ გაუმართლებელ ძალადობას ჟურნალისტების ალექსანდრე ქეშელაშვილის (პუბლიკა), გიორგი ბადრიძის (ტაბულა) და გიორგი ბასხაჯაურის (აპრილი) წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ მანიფესტაციას თბილისში” – წერია განცხადებაში. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, […]

მდინარაძე ფეხბურთელებზე: ნუ ჩარევთ-მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია

ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა, აბა რა უნდა ქნან, აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ-მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია. არა უტევენ ამ დღეების განმავლობაში და დადგნენ და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა და რა ქნეს, აი მაგალითად რა ქნა ნაცმოძრაობის არხმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა მშვიდობა ამოუღეს. წარმოიდგინეთ, რა თეორიებში […]

ოფშორული ზონიდან საქართველოში კომპანიის გადმომტანი პირი აღარ დაიბეგრება – კანონპროექტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგვრისგან გათავისუფლდება. “შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში: ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, […]