Red Wings-ს რებრენდინგის შემდეგ, „რასვეტი“ ერქმევა – რუსული მედია

რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines, რომელიც სანქცირებული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ნაწილია და რომელმაც საქართველოში ფრენები 2023 წლის 11 ივლისიდან დაიწყო, რებრენდინგს იწყებს. როგორც რუსული მედია წერს, გადამზიდავის ახალი სახელი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ახალი ბრენდის მთავარ ვარიანტად „რასვეტი“ განიხილება. გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, რებრენდინგის გადაწყვეტილება ინგლისურენოვანი სახელისგან თავის დაღწევის სურვილით იყო გამოწვეული, რომელიც თავის […]

პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ შედგა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 0. აღნიშნული კანონპროექტი მმართველ გუნდს გასულ წელსაც ჰქონდა პარლამენტში ინიციირებული, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას უკან გაიწვია.

მედიის ცნობით, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო აეროდრომი იწვის

ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო აეროდრომი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება. როგორც გამოცემა „ასტრა“ იუწყება, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ჩრდილოეთით, ჯანკოეში, 17 აპრილს, ღამით აფეთქების ხმა გაისმა, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი, რომელიც სამხედრო აეროდრომზე გაჩნდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანკოეში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის მოქმედი აეროდრომი, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 27-ე შერეული საავიაციო დივიზიის ვერტმფრენების 39-ე პოლკი, […]

ოლიმპიაში ოლიმპიური ცეცხლი დაინთო

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო. ტრადიციისამებრ, ცეცხლს ანთებენ ჰერას ტაძრის ნანგრევებთან პარაბოლური სარკეში არეკლილი მზის სხივებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ოლიმპიაში მოღრუბლულობა იყო, ცეცხლი დაინთო ცერემონიის გენერალური რეპეტიციისას მზის სხივებით მიღებული ალიდან (უამინდობის შემთხვევაში რეპეტიციისას დანთებული ოლიმპიური ცეცხლი ინახება). „უმაღლესი ქურუმი“, რომლის […]

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ 83 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობამ (ოპოზიციის გამოკლებით) პირველი მოსმენით მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. Next: მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ- ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ კარგად

“აგენტების კანონის” განხილვისას ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს სხდომათა დარბაზიდან

საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვისას პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოპოზიციის ოთხი დეპუტატი: თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ხაბეიშვილი. დეპუტატების დარბაზიდან გაძევებისას სხდომაზე მოკლე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, გაძევების მიზეზი დარბაზში მიკროფონის გარეშე საუბარი და შეძახილები, “არა რუსულ კანონს!” საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს არის დაგეგმილი ე.წ. აგენტების კანონის კენჭისყრა […]

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო

83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ – ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და „ლელო“-ს წევრს ანა ნაცვლიშვილს. […]

ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტში კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – […]

„ყველას, ვინც მონაწილეობთ ამ ქვეყნის მომავლის შექმნაში, აქციებზე ყოფნას ლექციებზე დასწრებაში ჩაგითვლით“ – არჩილ გამზარდია სტუდენტებს

ლექტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სტუდენტებს მიმართავს: „ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, რადგან ჩემი ფუნქცია თქვენს ცხოვრებაში არის თანამონაწილეობა მივიღო თქვენი მომავლის შექმნაში, ცხადია, ვიაზრებ ჩემს პედაგოგიურ ვალდებულებას და ყველას, ვინც მონაწილეობთ ამ ქვეყნის მომავლის შექმნაში, აქციებზე ყოფნას ლექციებზე დასწრებაში ჩაგითვლით. გამოიყენეთ ყველა ცოდნა, რასაც ჩვენ, თქვენი მასწავლებლები გიზიარებთ, საქართველოს დემოკრატიზაციისათვის, დიქტატისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომ აღარასდროს […]

სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დარჩა

სხდომათა დარბაზში, სადაც „რუული კანონის“ პირველი მოსმენაა, მხოლოდ “ქართული ოცნება” და „ხალხის ძალა“ დარჩა. ოპოზიციის ნაწილმა პლენარული სხდომა პროტესტით დატოვა, ნაწილი კი შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააძევა, რაც სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური ატყდა.