4 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის სხდომიდან გააძევეს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან გააძევა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. პაპუაშვილმა დეპუტატები სხვისი გამოსვლების დროს მიკროფონის გარეშე საუბრისა და შეძახილებისთვის ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი ისინი დარბაზიდან მანდატურის სამსახურს გააძევებინა. იმ დროს, […]
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს?

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა”- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი ფეხბურთელების მიერ, ევროპული გზავნილების შინაარსის ფეისბუქ პოსტებს, რომელიც დღეს გამოაქვეყნეს. “რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! […]
ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში
ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას ეხმიანება, სადაც მოქალაქეები სპორტსმენებს პოსტის დაწერისკენ მოუწოდებენ. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამათ ხომ ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ […]
26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო – ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება!

26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო – ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება! დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის […]
რას ამბობს კახა კალაძე ფეხბურთელების პოსტებზე

“რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის […]
“ნაცების გვერდით ვერ დავდგები მაგრამ ოცნებასაც არ დავიცავ!” – ლიკა გამრეკელი

აი ასეთი “კოჰაბიტაციის” გამო მიიღეთ ოცნებამ გუშინდელი დღე. ხალხს უკვე არ ესმის განსხვავება თქვენსა და ნაცებს შორის. ამ ყველაფრის შემყურე კიდე ისინი არ ვერევით ნაცების და ოცნების ბინძურ ადამიანის გამომყენებლურ ჩხუბში, ვისაც ღირსება შეგვრჩა!!! მე ნაცების გვერდით ვერ დავდგები მაგრამ ოცნებასაც არ დავიცავ!!! გული მერევა რომ ამ ქვეყანაში ზონდერები, მოძალადეები და დაკვეთის “საუცხოოდ” შემსრულებლები “შთამომავლობით” […]
უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატების დაპირისპირების გამო პარლამენტის სხდომა დროებით შეწყდა – შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავენ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ. „წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. […]
გიორგი ვაშაძე – მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! – ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე!

მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! – ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა“. „ბიძინას დასასრული […]
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი, სხდომათა დარბაზის მაგიდებზე ხელებისა და წიგნების ბრახუნით გამოხატეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის გამოსვლისას, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პროტესტს მაგიდაზე ხელებისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ. „მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ, მოისმინეთ!“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს. ამასთან, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც მიმართა. „წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ […]
შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს – როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია

როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ მიკროფონი ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლელოს” დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის შენიშვნას, რომ მისი მიკროფონი პარლამენტში გამოსვლის დროს ჩართული არ იყო. „დაზუსტებისთვის, მიკროფონი მთელი ეს 15 წუთი იყო ჩართული, შეგიძლიათ შემდეგ ეთერში გადაამოწმოთ. აი, თქვენს წინ რომ მიკროფონი იყო ჩართული […]