სინამდვილეში კანონი არის ევროპული – კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე აცხადებს: „საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას. ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე ევროპულთან ერთად, ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს […]

მოსამართლე: “საკმარისად ვიცხოვრეთ ლენინის მოედანზე და გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლების მოედანზე”

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადონა მაისურაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ქართველმა ხალხმა სიცოცხლე და შვილები გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერზე უნდა ვთქვათ არა, რაც ნიადაგს შეუქმნის ქართულის რუსულად ქცევას. საკმარისად ვიცხოვრეთ ლენინის მოედანზე და გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლების მოედანზე.

გერმანია: ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა, ხელისუფლებამ კი არ უნდა გადაკეტოს ის

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, კატრინ გიორინგ-ეკარდტი: “თბილისში ათიათასობით ადამიანი ქუჩებში დემოკრატიული საქართველოსა და ევროპული მომავლისთვის გამოდის. ისინი ეწინააღმდეგებიან დესტაბილიზაციის რუსულ მცდელობებს. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა, ხელისუფლებამ კი არ უნდა გადაკეტოს ის” – წერს კატრინ გიორინგ-ეკარდტი Twitter-ზე – წერს კატრინ გიორინგ-ეკარდტი Twitter-ზე

“ამ წუთას, პარლამენტის წინ მოქალაქე დაიჭირეს 83 ღორი რუსის შეგინებისთვის” – ირინა ზარანდია

ამ წუთას, პარლამენტის წინ გამვლელი მოქალაქე დაიჭირეს (დაჭერა თუ ჰქვია მაგას) 83 ღორი რუსის შეგინებისთვის…. დიქტატურაში ვცხოვრობთ….

ჟურნალისტებს და აპარატის თანამშრომლებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს. საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ აპარატის თანამშრომლებსაც. შენობაში უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. მთავარი არხი

„ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას“ – კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე აცხადებს: „გახსოვთ, შარშან და წელსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს, ყველაფერი იყო გამჭვირვალე. თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვამაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემი და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, […]

პრემიერი – საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, კანონი არის სწორედ ევროპული – გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ […]

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – როცა საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან

როდესაც საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „როდესაც უყურებ საქართველოში დემონსტრაციებს „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც აკოპირებს ფართოდ რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები” მმართველ პარტიაში […]

ანდრიუს კუბილიუსი – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ანტიევროპულ დღის წესრიგს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ანტიევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “რაც შეეხება საქართველოს: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს, ისეთს, როგორიცაა უცხოური აგენტების კანონი,” – წერს კუბილიუსი.

ირაკლი კობახიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა

რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ – „ალტ-ინფო“, […]