ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მხრიდან იყო საუბარი, თითქოს ჩვენ მტრად განვიხილავთ დასავლეთს, გამჭვირვალება არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი, პირველ რიგში, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე

გამჭვირვალება არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი, პირველ რიგში მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პრორუსული ძალები პრაქტიკულად გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან და ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ […]
“პირობას გაძლევთ, სწორედ “ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე “ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა რომ ევროპაში სწორედ ქართული ოცნების პირობებში შევალთ. კახა კალაძის თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა. “რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპულ ქვეყნებში ვიზის გარეშე, ქართული პასპორტით რომ თავისუფლად გადავადგილდებით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი […]
პარლამენტთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს პარლამენტის შენობასთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს. სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, რომ დაკავება აქციის მონაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა. 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზაშვილის, იგივე „ხარებას“ გამოჩენამ გამოიწვია.
საქართველოში ერთადერთ პრორუსული ძალა „ალტ ინფოა“ და მასაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს – პრემიერი

საქართველოში ერთადერთ პრორუსული ძალა „ალტ ინფოა“ და მასაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს – პრემიერი „საქართველოში ერთადერთ პრორუსული ძალა „ალტ ინფოა“ და მასაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პრორუსული ძალების მხრიდან სახელმწიფოს სუვერენიტეტის რისკების შემცირებაში დაეხმარებათ. „რაც შეეხება პრორუსული ძალების […]
„არაპირდაპირ აღიარეს, რომ ოფშორული სავანეები ქართველი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისთვის თუ დიდი ფულის მფლობელებისთვის აღარ არსებობს“ – იურისტი ოფშორების საგადასახადო შეღავათზე

„არაპირდაპირ აღიარეს, რომ ოფშორული სავანეები ქართველი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისთვის თუ დიდი ფულის მფლობელებისთვის აღარ არსებობს“ – იურისტი ოფშორების საგადასახადო შეღავათზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. იურისტი ლევან […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 17 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.9 თეთრით. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6753 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8477 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.
როგორი ამინდი იქნება 20 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა. თბილისში 18 აპრილს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. […]
პრემიერი: NGO-ები თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონი რომ ყოფილიყო ასე არ იქნებოდა

NGO-ები აქტიურად ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია, ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნებოდა ამ წლების განმავლობაში კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ NGO-ებს საკუთარი დონორების შესახებ და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ ამ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორისგან დაფინანსებული […]
სახალხო დამცველი აქციაზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და მათზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ მონიტორინგის ანგარიშს. 16 აპრილს: · საღამოს საათებში, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის წევრები გაიყვანეს, აქციის მონაწილეებს არ მისცეს უკანა შესასვლელთან მიახლოების შესაძლებლობა და პროტესტის გამოხატვის უფლება. „შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი […]
გერმანიის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში ჩავიდნენ

17 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და მისი ბრიტანელი კოლეგა, დევიდ კემერონი ისრაელში ჩავიდნენ კრიზისული დიპლომატიურ მოლაპარაკებისთვის. კემერონი ემხრობა ირანის ამასწინანდელ საპასუხო თავდასხმაზე ისრაელის აწონდაწონილ რეაგირებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის პასუხი იქნება „გონივრული და ამასთან მძაფრი“. სირიაში, დამასკში, ირანის საელჩოზე იერიშს, რასაც ირანის მაღალი რანგის ოფიცრები ემსხვერპლნენ, თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. დიპლომატიურ ობიექტზე […]