პრემიერი – სამწუხაროდ, „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს – დარწმუნებული ვარ, დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, გაუჭირდებოდათ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, ასევე სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, „ენჯეოების“დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ პროპაგანდაში უხეში ფორმით მონაწილეობა. „სამწუხაროდ, „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველას უფლებები […]
“ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება, საქართველოს მომავალი არის ევროპა” – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. კალაძის განცხადებით, სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას. “რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს […]
კობახიძე: ამ კანონის მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და რამდენიმე ინცინდენტს თუ არ ჩავთვლით, უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. […]უნდა გავაფრთხილოთ კულისებიდან მოქმედი ადმაიანები, რომლებიც შედომაში შეყვანილ ადამიანებს პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ.
“საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ს მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: “მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი“- წერს მერაბ დვალიშვილი.
ახლა მე გეტყვით რა იქნება და რა არა – დიმიტრი სამხარაძე

“ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: ახლა მე გეტყვით რა იქნება და რა არა! საქართველოში არ იქნება: 1. რევოლუცია 2. რევოლუციის შემდეგ ომი 3. უცხო ქვეყნის აგენტების მიერ ბნელი საქმეების კეთება 4. ნაცების მობრუნება 5. დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვა საქართველოში იქნება: 1. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება 2. ევროპული მომავალი 3. ეკლესიის დაცვა […]
“ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, – ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი” – მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს

ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს მიმართავს, მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებს. “მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, არაერთხელ მითქვამს, 20 წელი ვიცხოვრე ევროპაში, არ შეიძლება მე მასწავლიდეს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მარტო სურათებით იცის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა? მე შოლცით და შარლ მიშელით არ ვსაზღვრავ ევროპას. ბევრად მეტი ღირებულება ვიცი, ჩემი ღირებულება […]
“კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამჭირვალობის შესახებ კანონს ვეტოს აუცილებლად დაადებს. “ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 […]
ჰერჩინსკი: ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს EU-სთან დაახლოებას

· 74 · · როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. […] მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ჩემი როლი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში რჩევის მიცემა. […]
პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმოტანისას გადასახადებისგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ 82 ხმით მოულოდნელად დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო კოდექსში ცვლილებას. ეს კანონპროექტი ე.წ. ოფშორული ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანისას დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო […]
“ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს” – სტანო

ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო. “უცხოური გავლენის კანონის პირველი მოსმენით მიღება – ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად – ძალიან შემაშფოთებელია. საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს”.