“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელი შეარჩია და მოლაპარაკებები დაიწყო

“გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” “ლილის” თავდამსხმელის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ვიქტორ ოსიმენი მალე “ნაპოლის” დატოვებს და მის შემცვლელად პრიორიტეტული კანდიდატი 24 წლის დევიდია. გამოცემის მტკიცებით, კანადელი “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმაა, რამეთუ სურს სხვა ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და თანაც ნეაპოლური კლუბის პროექტს საინტერესოდ მიიჩნევს. აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტები “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევიდი […]

სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ნატოს საკმარისი საჰაერო თავდაცვითი სისტემები აქვს, რათა ნაწილი უკრაინას გადასცეს

სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ნატოს საკმარისი საჰაერო თავდაცვითი სისტემები აქვს, რათა ნაწილი უკრაინას გადასცეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებს მთლიანობაში საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, რათა უკრაინის მოთხოვნა ზოგიერთის გადაცემის შესახებ დააკმაყოფილონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების, დანიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუწყება European Pravda. სტოლტენბერგმა აღნიშნა, […]

პაველ ჰერჩინსკი – ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ

საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. ქართველების გადასაწყვეტია ის, თუ რა კანონები ექნებათ ქვეყანაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც აქ, საქართველოში მიიღება. მაგრამ ნათელია, როგორც გუშინ, პრეზიდენტმა მიშელმა და ევროპის ბევრმა სხვა ლიდერმა განაცხადა, თუ ამ კანონის მიიღება მოხდება, იგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება , – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ […]

პარლამენტის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს

პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული თავისუფლების მოედანზეც. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის შესვლას შენობის გარეთ, უკანა მხარეს მყოფი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: “რუსებო” “მონებო”. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება პარლამენტის უკანა ეზოსთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, პარალელურად კი, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის […]

პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?, 550-ზე მეტი მოთამაშე „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგება

ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“, მოთამაშეები – 550-ზე მეტი მოთამაშე, – ერთობლივი განცხადებით ეწინააღმდეგება „აგენტების კანონს“. განცხადების ხელმომწერები წერენ, რომ მიაჩნიათ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ჩვენ, „რა? სად? როდის?“ მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ […]

„არანაირად არ იყო საჭირო კანონპროექტს რუსული დარქმეოდა – ეს იმპულსები რასაკვირველია, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის“ – დიმიტრი პესკოვი

„არანაირად არ იყო საჭირო კანონპროექტს რუსული დარქმეოდა – ეს იმპულსები რასაკვირველია, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის“ – დიმიტრი პესკოვი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ […]

„განკარგულებების გამოქვეყნება უხერხულობას ჩვენც გვიქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ“ – ირაკლი კობახიძე

„განკარგულებების გამოქვეყნება უხერხულობას ჩვენც გვიქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ“ – ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა არავის უხარია და მათ შორის, მთავრობასაც ექმნება უხერხულობა განკარგულებების გამოქვეყნებით. ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ე.წ. რუსულ კანონზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “რა თქმა უნდა, როდესაც ფულს ხარჯავს, […]

იოზვიაკი: ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ამ საღამოს ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ. “ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოს სიტუაცია ამაღამ ევროკავშირის სამიტზე წამოაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ დღის წესრიგში არაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ორშაბათს განიხილონ. ასევე, ევროპარლამენტი მომავალ კვირაში ჩაატარებს კენჭისყრას უცხოელი აგენტების […]

კობახიძე რუსულ კანონზე: არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი

რაც შეეხება ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის […]