აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელზე სტიკერები – „არა რუსულ კანონს“, „პუტინის მონებო!“ გააკრეს

„არა რუსულ კანონს“, „პუტინის მონებო!“- ამ შინაარსის წარწერებით სტიკერები გააკრეს პარლამენტის C კორპუსის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან მობილიზებულები. ისინი, ასევე, სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. პარალელურად, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე. საკანონმდებლო მთლიან პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

“გთავაზობთ საერთო სიის შექმნას, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ, ნეიტრალურ პარტიაზე” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

აქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს. როგორც მან კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, საერთო სია პარტიებმა არა რომელიმე პარტიის ქვეშ უნდა შეიმუშაონ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე. “ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს […]

კობახიძე: დაშლა მოხდა უმაღლესი სტანდარტებით, იყო 3 ინციდენტი, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 16 აპრილის შეკრება პოლიციამ “ევროპული სტანდარტებით” დაშალა. ამასთან, ძალადობის ეპიზოდებს ის იმით ამართლებს, რომ სამართალდამცავებს “ნერვებმა უმტყუნა”. “რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციელებს, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით [ჟურნალისტს]. 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით […]

“ბევრი ამბავი მაქვს ოცნებაზე, მათ რუსეთი უყვართ” – კინზინგერი

ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, სოციალურ ქსელში, დაწერა: „საქართველო რუსეთის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. „ქართული ოცნების“ შესახებ „ქართული კოკუსის“ ჩემი თავმჯდომარეობის დროიდან ბევრი ამბავი მაქვს. მათ რუსეთი უყვართ“

“ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ – არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!” – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში, წერს: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები! ამ მონაპოვარს ვერ […]

სპეცრაზმმა პარლამენტის ჭიშკრები ჩახერგა და დააბოქლომა

ფოტო – მთავარი არხი პოლიციამ პარლამენტის გვერდითა შესასვლელებში, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე, შენობის ეზოში შესასვლელი ჭიშკრები ჩახერგა და დააბოქლომა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. ისინი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით ინიცირებას აპროტესტებენ.

“თუ არ გეშინია, გელოდები, თუნდაც “იმედზე” – მეზვრიშვილი

კობახიძემ რუსულ კანონზე ღია დისკუსიაში გიწვევთო. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე რატომ არის რუსულიო. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze მაგ სიტყვებს თუ ჰაერზე არ ისვრი და მართლა არგუმენტების არ გეშინია, გელოდები როდის დამიძახებ თუნდაც „იმედზე“ (სიმონიან-სალავიოვებთან). მაგრამ წინასწარ გამოვიცნობ: არ ხარ დამძახებელი, როგორც მშიშარა, კომპლექსიან, ვერშემდგარ, დაპროგრამებულ თანამდებობის პირებს სჩვევიათ, ისევ ცალ კარში ჩამოდგები ხვალ. […]

“რა წერამ აგიტანათ? რა ეშმასეული ძალა გაიძულებთ?” – ნაირა გელაშვილი

საქართველოს ხელისუფლებას ბატონებო და ქალბატონებო, შარშან, 7 მარტს, ამავე პროექტის განხილვის დროს, როცა სამოქალაქო ამბოხმა და სამართალდამცველებთან დაპირისპირებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა დაშავდა ათეულობით ახალგაზრდა და ასევე, პოლიციელი, როცა მთელი ქვეყანა ზანზარებდა და ისედაც დაყოფილ საზოგადოებრივ სხეულს ახალი ნაპრალი უჩნდებოდა, – თავი ვალდებულად ჩავთვალე, თქვენთვის მომემართა თხოვნით, გადაგედოთ პროექტის განხილვა და გაგეგრძელებინათ მასზე მშვიდი მუშაობა […]

კამერონი: ისრაელმა ირანზე შურისძიება გადაწყვიტა

“ისრაელს აშკარად გადაწყვეტილი აქვს, სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისთვის ირანზე შური იძიოს”, – განაცხადა ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ დევიდ კამერონის ეს განცხადება, ყველაზე მწვავე გაფრთხილებაა, რეგიონში ვითარების შესაძლო ესკალაციის შესახებ. მარიონეტული დაჯგუფებების საშუალებით, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპრისისპირებების შემდეგ, გასულ შაბათს, ირანმა ისრაელზე პირველი ღია და პირდაპირი თავდასხმა განახორციელა. თეირანმა […]