„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ბათუმშიც აპროტესტებენ. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ევროკავშირთან დაშორება, რეგიონში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შეაჩერებს. აქციაზე მყოფი სტუდენტები ამბობენ, რომ „რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის, მომავალ თაობას“, რომ ევროპული განათლება მიიღოს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს. “ბათუმში თბილისის მსგავსად მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც აქრობს […]
ნინო ლომჯარია – ქვეყანაში ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის

როდესაც თავად არ აქვთ არგუმენტები, ეტყობა, შეთანხმებული მესიჯბოქსია, რომ უნდა თქვან, თითქოს საპირისპირო მხარისგან არგუმენტები ვერ მოისმინეს, – ასე გამოეხმაურა “საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ნული არგუმენტია“. როგორც ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ აღნიშნა, ქვეყანაში ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც […]
იოზვიაკი: EU-ს ზოგმა ლიდერმა, შესაძლოა, საქართველოს საკითხი ამაღამ EU-ს სამიტზე წამოაყენოს

ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა, შესაძლოა, საქართველოში არსებული სიტუაცია ამაღამ ევროკავშირის სამიტზე წამოაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმალურ დღის წესრიგში არაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს განიხილავენ. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მომავალ კვირას ჩაატარებს კენჭისყრას უცხოურ კანონთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე (არადამავალდებულებელს).
ღოღობერიძე: მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის, არა რუსულ კანონს, კი – ევროპას!

დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები! ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ! მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის […]
აქციაზე დაზარალებული: ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი
ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი. განსაკუთრებით, თავის არე ჰქონდათ არჩეული. რანაირად არ ვიფარებდი ხელებს. სახეში მირტყამდნენ და ფეხებში. ცემა-ცემით გამატარეს მთელი სპეცრაზმი, უკვე ქუჩის მხარეს რომ აღმოვჩნდი, იქ თქვეს იღებენო და ამ დროს გამიშვეს ხელი. ხელი რომ გამიშვეს, წამოვდექი, გადავდგი ორ ნაბიჯი, მაგრამ გავითიშე და წავიქეცი. დაცემის მომენტში ისევ გამოვფხიზლდი, თვალი რომ გავახილე, […]
ზურაბიშვილი: მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი შემაშფოთებელია, რადგან „ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და შემდეგ თანდათან გაიზარდა და განვითარდა“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, ეს კანონი არის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ. „და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ […]
“სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება” – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. „აგენტების კანონის“ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ კანონის მიღებას ვერაფერი შეაჩერებს. „სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას, ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით – ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით […]
პესკოვი: პროტესტი თბილისში ქვეყნის გარედანაა წაქეზებული

ე.წ. აგენტების კანონს თბილისში აპროტესტებენ იმისთვის, რათა გააძლიერონ “ანტირუსული განწყობები”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. “სათუოა, მათი [საპროტესტო აქციების] იმპულსი ქვეყნის შიგნიდან მოდიოდეს,” – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტების ტრადიციულ ბრიფინგზე. “ისინი [იმპულსები] უდაოდ გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის და ვაკვირდებით იმას, რაც ხდება,” – დაამატა მან. პესკოვმა გაიმეორა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონს “ვერ […]
“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა შეკრება 19:00 საათზე დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია. მეტრო “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიიდან, დემონსტრანტებს მსვლელობით უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების […]
საგამოძიებო სამსახური: პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცვების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“. უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კითხვაზე, გამოჰკითხეს […]