რადიო “თავისუფლების” პროვოკაციული დასათაურება

რადიო “თავისუფლების” პროვოკაციული დასათაურება რადიო “თავისუფლება” საპროტესტო აქციიდან პირდაპირ ეთერს პროვოკაციული დასათაურებით ავრცელებს, თითქოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო და კიდევ 1 თვეა დარჩენილი საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგზე – კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშივლმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ისაუბრა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, კერძოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფორმალურ დღის წესრიგში არ არის. “კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ […]

გიორგი ბარამიძე – პარლამენტის უკანა შესასვლელთან არცერთი პოლიციელი არ იმყოფება, რაც მიმართულია ბინძური პროვოკაციისთვის – რუსულ ბანდას მივმართავ, თქვენი მაიმუნობა და ვირეშმაკობა გაშიფრულია, მოვიდეს 3-4 პოლიციელი და დადგეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ, უსაფრთხოების მიზნით პოლიცია დააყენოს. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ამ წუთებში, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების არ ყოფნა მიმართულია „ბინძური პროვოკაციისთვის” შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ. “არცერთი პოლიციელი, დაცვაც რომ არ იმყოფება, ეს არის მიმართული ბინძური პროვოკაციისთვის მშვიდობიანად შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ. გუშინ აქ […]

„ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი“ – სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე

„ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი“ – სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, […]

პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც ოფშორებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება

საქართველოს პარლამენტი “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. შემოთავაზებული კანონპროექტით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმო და პარტნიორი ფიზიკური პირი მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები იმოქმედებს […]

რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობოს უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი? – პრემიერის პასუხი

რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობოს უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი? – პრემიერის პასუხი რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი – ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ფაქტის კონსტატაციაა და ეს სულაც არ აღიქმება უარყოფითად. „ეს არ აღიქმება უარყოფითად, ეს […]

სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე – ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი

ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის. “არ ვიცი ვის […]

ლევან ხაბეიშვილი – დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის, შვილების ევროპულ მომავალს

დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ყველა პოლიტიკოსი პოზიტიურ როლს შეასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ, იმაში, რომ ევროპულ გზაზე ივანიშვილი არ გაგვეჩხიროს კარებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიმდინარე მოვლენების ფარგლებში ოპოზიციას აქვს თუ არა მოლაპარაკებები. მისი თქმით, ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით ვინმესთან შეთანხმება არ არის საჭირო. “ქართველი ხალხია […]

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სკუტერებით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე “ცოცხალი კორიდორი” მოუწყვეს, ასევე, ტაშით და ოვაციები შეხვდნენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ – არის ასლი იმის, რაც პუტინმა წარმატებით დააწესა რუსეთში – ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ

უპირველეს ყოვლისა, ნათელია ის, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვინც ქართველი ხალხის ამ ნების წინააღმდეგ წავა, წარმოადგენს არა ქართულ ნებას, ქართულ დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტს ვეტოს […]