რუსეთის გახშირებული თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე

მარტის თვე უპრეცედენტო აღმოჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე მომხდარი თავდასხმების რაოდენობით. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200-მდე რაკეტა და 140 ირანული “შაჰიდის” დრონი გაუშვა. კიევის ცნობით, უკრაინის ენერგოსექტორში ზარალმა 11-ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანზე სანქციების გაფართოების გეგმებზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის გამო, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს და ეს ქმედებები, შესაძლოა მიმართული იყოს ირანის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებაზე. “სრული მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში, ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მივიღებთ”, – თქვა იელინმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაზინის მდივანმა თქვა, რომ ირანის “დესტაბილიზაციური” […]

კრემლი არ ადასტურებს, გააფრთხილა თუ არა თეირანმა ის ისრაელზე თავდასხმის შესახებ

ოთხშაბათს კრემლმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ მოსკოვი ირანის ისრაელზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს დააბეჯითებით მოუწოდებს კონფლიქტისგან თავი შეიკავონ. სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება ახალი დაპირისპირების საწყისი გახდეს. მან გააფრთხილა, რომ ასეთი დაპირისპირება შესაძლოა რეგიონისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი გახდეს. ოთხშაბათს კრემლის პრესმდივანმა […]

ხელისუფლება ცდილობს, გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება – „დიპლომატთა კლუბი“

„საქართველოს დიპლომატთა კლუბი“ – რომელიც 20-ზე მეტ ყოფილ დიპლომატს აერთიანებს, – „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი მიღებით „ქართული ოცნება“ ნაცვლად ევროინტეგრაციისა, საქართველოს რუსეთის პროვინციად ქცევას ცდილობს. „ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზეა. დემოკრატიული რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო, სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი გახდება. ამის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის […]

სკანდალი – ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

Sport24.gr-ის ჟურნალისტი მარია კურველისი იტყობინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საბერძნეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. ანტიდოპინგურმა სააგენტომ ორ ბერძენ ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარა და ერთ-ერთ მათგანს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, დადებითი პასუხი დაუდასტურდა. ახლა მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ მოთამაშის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა, მისი სახელი […]

წინა ხაზზე სტუდენტები – 8 უმაღლესი სასაწავლებლის წარმომადგენლები

წინა ხაზზე სტუდენტები დგანან. 8 უმაღლესი სასაწავლებლის წარმომადგენლები მარშით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. არა რუსულ კანონს – კი ევროპას – ამ სლოგანით სტუდენტები მესამე დღეა ქუჩაში დგანან. აქციას ესწრებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც, დარბევის პრევენციისთვის, პირველადი დახმარების ინვენტარი აქვთ წამოღებული, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ ხალხს. ამბობენ, რომ სტუდენტები აუდიტორიებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ქვეყნის […]

ბაიკერები რუსული კანონის წინააღმდეგ

ბაიკერები რუსული კანონის წინააღმდეგ – რამდენიმე წუთის წინ, მოტოციკლებით მსვლელობა მოეწყო დედაქალაქის მთავარ გამზირზე. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

“ძალოვანებს ვეუბნები, როდესაც ხალხს უპირისპირდებიან, სჩადან დანაშაულს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფება, ტვ პირველთან, ამბობს: მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლება უზურპატორია, მათ ლეგიტიმატია დაკარგეს. შენ როცა წერ კონსტიტუციაში, რომ ევროკავშირში გინდა ცხოვრება, ის გეუბნება, ჩვენ სახლში თუ გინდა ცხოვრება, ეს წესებია და შენ ეუბნები, რომ ფეხებზე მკიდია შენი წესები, ეს ნიშნავს რომ არღვევ იმ მოთხოვნას, რაც დაგიწესა […]

ნიდერლანდებმა უკრაინელი პილოტების გასაწვრთნელად კიდევ სამი F-16 გამოყო

17 აპრილს, ნიდერლანდები კიდევ სამ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს რუმინეთის სასწავლო ბაზას, სადაც უკრაინელ პილოტებს და სახმელეთო პერსონალს ასწავლიან ავიაგამანადგურებლებით ფრენას და საბრძოლო თვითმფრინავების გამართვას. ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, რომელიც უკრაინას F-16-ს აწვდის, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. დანია, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს უკრაინას ათეულობით F-16 […]

საქართველოს დიპლომატთა კლუბი: ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, რუსეთის პროვინციად გვაქციოს

საქართველოს დიპლომატთა კლუბი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის რუსეთის პროვინციად ქცევას ცდილობს. ისინი კოლეგა ქართველ დიპლომატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. “ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზეა. დემოკრატიული რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო, სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი გახდება. ამის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გადახაზოს ქართველი ხალხის […]