ზურაბიშვილი დემონსტრაციებზე: ხალხი ყოველთვის იმარჯვებს

რუსეთის კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 პარლამენტარი, რომლებმაც ხმა მისცა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!

ძალადობდნენ და თან უღებდნენ, შემაძრწუნებელი ისტორიები მოყვნენ ახალგაზრდებმა – ადვოკატი

იურისტი ლაშა ტყეშელაძე გასულ ღამეს, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით, ამბობს: “ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ ძალადობენ სკოლის მოსწავლეებზე, თუ როგორ ძალადობენ თავისუფალ ადამიანებზე. როგორ იძალადეს დაკავებულებზე, ეს ადამიანები დღემდე არიან საავადმყოფოში. დღეს მე მოვინახულე ეს ადამიანები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე. როდესაც ამ ადამიანებს უკვე ბორკილები ედოთ, პოლიციის მანქანაში მივიდა […]

„ეს უნდა ხელისუფლებას“ – რას უყვება „ალიას“ ზვიად ტომარაძე

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური პარტია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე, ზვიად ტომარაძე. – ბატონო ზვიად, აუტკივარი თავი რატომ აიტკივა ხელისუფლებამ და შარშან ჩაგდებული „აგენტების კანონის“ მიღებას, წელს ისევ რატომ ლამობს? რა გეგმები და მიზნები აქვს „ქართულ ოცნებას“? მათი განზრახვა თითქოს ხელისგულზე დევს და ამის იქით კიდევ ხომ არ არის რაიმე? – შარშან ხომ დადო ხელისუფლებამ […]

„ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ხალხი ყოველთვის იმარჯვებს“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „რუსული კანონის წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს! “

„ხელისუფლება ცდილობს, გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება“ – „დიპლომატთა კლუბი“

„ხელისუფლება ცდილობს, გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება“ – „დიპლომატთა კლუბი“ „საქართველოს დიპლომატთა კლუბი“: „ივანიშვილის მთავრობა წლების განმავლობაში შეპარულად საბოტაჟს უწევდა საქართველოს ევროპულ კურსს, ახლა კი ის ღია შეტევაზე გადავიდა“ „საქართველოს დიპლომატთა კლუბი“ – რომელიც 20-ზე მეტ ყოფილ დიპლომატს აერთიანებს, – „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი მიღებით „ქართული ოცნება“ ნაცვლად ევროინტეგრაციისა, საქართველოს […]

„ძალიან რომ გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ … გფარავდეთ ბრძოლის ღმერთი“ – ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან რომ გაგიჭირდებათ, რადგან ნახევარ ქვეყანაზე მეტს ცალ ფეხზე ჰკიდია თქვენი ბედ-იღბალი ახლაც და მომავალშიც; რადგან იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც სიტყვა ეთქმით ქვეყანაში და გეიმედებათ, ან სიმამაცე აკლიათ, ან ვირეშმაკობა აქვთ მოჭარბებულად; რადგან თანამემამულეთა უმრავლესობა სახლში თბილად ისხდება და გაერთობა, როცა თქვენ უმოწყალოდ გირტყამენ, ცივ წყალს გასხამენ, […]

„ვარ სამ­შობ­ლო­დან შორს და სამ­წუ­ხა­როდ არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან“ – დათო ტურაშვილი

მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე მა­მის მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს: „არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვარ სამ­შობ­ლო­დან შორს და სამ­წუ­ხა­როდ არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გუ­ლე­ბის ხმა აქაც მეს­მის და მი­ხა­რია რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მათ­თვი­საც ისე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­გორც იმ წინა თა­ო­ბე­ბის­თვის, ვინც ამ­დე­ნი იბ­რძო­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.თუმ­ცა ჩვე­ნი ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით […]

“ეს კანონი ემსახურება რუსული შავი სალაროს საქართველოში ტრანსფერს – ბიძინა ყიდის საქართველოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ეხმაურება ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით პირს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები და ტვ პირველთან, ამბობს: საქართველოსგან აკეთებენ ოფშორს, თან ოფშორს რისთვის და ვისთვის? მოვისმინე კომენტარები, რომ ეს კეთდება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო მძიმედ არის […]

„საქართველო ეკუთვნის ევროპას” – საქართველოს ელჩი რუმინეთში

„საქართველო ეკუთვნის ევროპას” – საქართველოს ელჩი რუმინეთში „საქართველო ეკუთვნის ევროპას – მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს,” – ამის შესახებ საქართველოს ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე […]

გასული დღეებისგან განსხვავებით, უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება ამჯერად არ შეინიშნება – შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება. გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე – საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით […]