გასული დღეებისგან განსხვავებით, უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება ამჯერად არ შეინიშნება – შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება.
გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე – საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან.
პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“