აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. “ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, […]
საბა მახარაძის “ექვსი ერის” გამოცდილება
23 წლის ქართველმა რეფერიმ საბა მახარაძემ 18-წლამდელთა “ექვსი ერის” ფესტივალზე სამი თამაში იმსაჯა და უმაღლეს დონეზე მუშაობით უდიდესი გამოცდილება შეიძინა. პირველ ტურში ის იტალია – პორტუგალიის შეხვედრაზე მოედნის მსაჯი იყო, მეორე და მესამე ტურში კი, შესაბამისად უელსი – პორტუგალიისა და შოტლანდია – იტალიის მატჩზე კიდის მსაჯად იმუშავა. იტალიაში, პარმაში ფესტივალზე ჩასვლამდე, მახარაძე უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად […]
“საბოლოო ჯამში, შეიძლება, ოხრად დაგვრჩეს ქონება” – ნიკოლოზ შურღაია

„ხანდახან შეიძლება გაჩუმდე, მაგრამ ხანდახან არმოქმედება შეცდომაა“, – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მენეჯერმა, ბანკირმა 30-წლიანი გამოცდილებით, ნიკოლოზ შურღაიამ წამყვანის კითხვას – რამდენად საკმარისად ისმის ბიზნესის დამოკიდებულება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ნიკოლოზ შურღაიას აზრით, დროა, ყველა მოქალაქე დაფიქრდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ დუმილს. – გვესმის, რომ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები მყიფეა, ბიზნესი ძალიან ფრთხილია ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას, […]
ხეზე დავკიდებთ. კადაფივით მოუწევს – კოტე ყუბანეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

გააჯვას დროზე რა, სანამ კიდე კაი ხასიათზე ვართ, თორე მაგას ხეზე დავკიდებთ, თავის ბაობაბზე, – ასე უპასუხა საპროტესტო აქციაზე მყოფმა კოტე ყუბანეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს. ყუბანეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს კადაფივით მოუწევს, ისევე როგორც მამუკა მდინარაძეს. „გააჯვას დროზე რა, სანამ კიდე კაი ხასიათზე ვართ, თორემ მაგას ხეზე დავკიდებთ, თავის ბაობაბზე, ეს არ […]
ამაღლობელი ოცნებას: გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება დღესვე

რატი ამაღლობელის განცხადებით, რომელიც აქციის სპიკერია, ხელისუფლებას 1 საათს აძლევენ, რათა რუსული კანონის უკან გატანასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გააკეთონ. ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. “გაკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე… თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის ნების წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ […]
აქციის მონაწილეებმა „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს აქციის დატოვება მოსთხოვეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებმა „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს აქციის დატოვება მოსთხოვეს. თავდაპირველად, ამასთან დაკავშირებით განცხადება ლაშა ბუღაძემ გააკეთა, რის შემდეგაც „პოსტივის“ გადამღები ჯგუფის მისამართით აქციის მონაწილეებისგან გაისმა შეძახილები – წადი, წადი. „აქ, ჩვენს სცენასთან აღმოჩნდა რუსული ტყუილების გამავრცელებელი „პოსტივი“. შევძახოთ – წადი, წადი. გავუკეთოთ მათ დერეფანი, კორიდორი […]
ხატია დეკანოიძე – ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება – პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს

ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება – პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, სანქციები იმ პოლიციელებს, ვინც ურტყამდა მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მან ისაუბრა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს. “ეს არის […]
“რუსეთი, არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც არასდროს ვიმოგზაურებ! ამიტომ, არა რუსეთს” – მოგზაური ბლოგერი Soso Around The World

ცნობილი მოგზაური ბლოგერი Soso Around The World საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმაურება. სოსო ძალიან ბევრ ქვეყანაშიუა ნამყოფი და ესაა მისი შემოსავლის წყარო. ის მოგზაურობს მსოფლიოს ყველაზე მიუვალ, საშიშ და საინტერესო ადგილებში და მის თავგადასავლებს საზოგადოებასაც უზიარებს. “რუსეთი, არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც არასდროს ვიმოგზაურებ! ამიტომ, არა რუსეთს და არა ყველაფერს, რამაც შეიძლება მასთან დაგვაახლოვოს!” – წერს […]
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. წინა დღეების მსგავსად, აქციის გამო რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, წინა დღეებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ შეინიშნებიან. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციასთან დაკავშირებით დღეს არც განცხადება გაუვრცელებია. თუმცა სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური […]
პრეზიდენტი – “რუსული კანონის” წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე – ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომელთაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს

ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, – […]