ბათუმში სტუდენტები ლოზუნგით – „საქართველო ჩვენია, რუსეთი მტერია“ მსვლელობას მართავენ

„საქართველო ჩვენია, რუსეთი მტერია“ , – ამ შეძახილებით ბათუმში სტუდენტები მსვლელობას აწყობენ. ახალგაზრდები თანატოლებს მოუწოდებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. “ევროპის მოედანზე ვიმყოფებოდით, ახლა მსვლელობას ვაწყობთ, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი პროტესტის ხმა. ხალხო ძალიან საშიში პროცესებია, ხელისუფლება პირდაპირ, საქართველოს რუსეთის გზაზე აყენებს. ჩვენი თაობა, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა, საქართველოს გარუსებას არ დაუშვებს, სწორედ […]
პროტესტი: ხაზარაძის თქმით, მზადაა რეგიონებიდან მსურველი მოქალაქეების ტრანსპორტირება უზრუნველყოს

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მზადაა რეგიონებიდან თბილისში პროტესტისთვის მოქალაქეების ჩამოყვანა უზრუნველყოს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ამას პარტია „ლელოსთან“ არანაირი კავშირი ექნება. „უკვე საკითხი დგას არამარტო რუსულ კანონზე, არამედ რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ქვეყანას მართავს რუსული მთავრობა და ასრულებენ დავალებას, რომ ჩვენი ქვეყანა შეათრიონ უკან, მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ამიტომ […]
ნიკოლოზ გაგუა: მომავალ თაობას უნდა მივცეთ ის, რაც მათ სურთ! მათ კი სურთ ევროპა!

საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო ევროპაა! ჩვენი რელიგიაც, ჩვენი ქრისტიანობაც ხომ ევროპული ცივილიზაციის წიაღებიდან მოდის! ევროპის ნაწილი ვიყავით, როცა იწერებოდა ვეფხისტყაოსანი, შენდებოდა სვეტიცხოველი, გელათის და იყალთოს აკადემია. ჩვენმა ევროპულმა ფესვებმა და ჩვენმა ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე! მხოლოდ ასე უნდა გადავცეთ ეს ქვეყანა მომავალ თაობას და მივცეთ ის, რაც მათ სურთ! მათ კი სურთ ევროპა!
“პოლიციელო ქმარო, არ დაგვარტყათ, თორემ, მერე მოგცეს რიმა ბერაძემ!” – ფოტო აქციიდან

ფოტო აქციიდან: “ჩემო პოლიციელო ქმარო, არ დაგვარტყათ, თორემ, მერე მოგცეს რიმა ბერაძემ!”
„გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი“ – რუსუდან ფეტვიაშვილი

მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა აქციაზე განაცხადა: „ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ძალიან მინდა, რომ ის იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ბრწყინვალე, მოძებნოს თავისი პატარა ნიშა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. ძალიან მინდა, ვთხოვო ჩვენ პარლამენტს, რომელმაც დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც ამდენი ხალხი ვეწინააღმდეგებით. გაიწვიეთ კანონი, არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელახალ გახლეჩას ადგილი. გულწრფელად […]
“ბიძინა გაფორმდა უზურპატორად, ერთ დღეში ჩამოიშლებიან ეს მხდალები და არაკაცები” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ვხედავთ, რომ ხელისუფლება საბოტაჟის რეჟიმშია, გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესად ხელისუფლება ტოვებს კონსტიტუციურ ფარგლებს, ეს ნიშნავს, რომ ის აწყობს რბილ სახელისუფლებო გადატრიალებას და ამ დროს ხალხი უფლებამოსილია, რომ ის აიძულოს დაბრუნდეს კონსტიტუციური წესრიგის ჩარჩოებში. მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლება უზურპატორია, მათ ლეგიტიმატია დაკარგეს. შენ როცა წერ კონსტიტუციაში, რომ ევროკავშირში გინდა ცხოვრება, ის გეუბნება, […]
ბუღაძე: ივანიშვილის რეჟიმის სახელი ამიერიდან და ყოველთვის იქნება რუსული რეჟიმი

არცერთი სხვა სახელი ივანიშვილის რეჟიმს არ ეკუთვნის. მათი სახელი ამიერიდან და ყოველთვის იქნება რუსული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის უკან დგანან მათი მეხოტბე, ტექსტებს ტექსტებზე აქვეყნებენ არამზადა დიმიტრი მედვედევივით. ქართველთმოძულე პუტინი, ჩამომდგარია მთელი რუსეთი, რუსული პროპაგანდა და ზურგს უმაგრებს ივანიშვილის რეჟიმს, რათა საქართველომ არ გააღწიოს სამშვიდობოს და თავი არ დააღწიოს რუსეთს. აქეთ კი ვდგავართ ჩვენ […]
პრეზიდენტი – ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? – ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამით მან უპასუხა კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტმა ზურაბიშვილს […]
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი […]
არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირება მოუწევთ – როდიდან ამოქმედდება ვალდებულება

არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირება მოუწევთ – როდიდან ამოქმედდება ვალდებულება არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ამოქმედება მესამედ, 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები სერტიფიცირებული არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. ამასთანავე, აღნიშნულ პროექტებზე ექსპერტიზა სერტიფიცირებულმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, დადგენილების […]