რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ასევე, მოძრაობა გახსნილია მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა. იმ დროისთვის, როდესაც დასუფთავების სამსახურმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო, სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე ადგილიდან განარიდეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, თუმცა რა გახდა მიზეზი უცნობია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. 17 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან […]
„აგენტების კანონი“ დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას – ქართველოლოგი სტივენ ჯონსი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. სტივენ ჯონსი – ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი – წერს, რომ დეივისის ცენტრის ქართვლელოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს. „ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, […]
პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების მესამე დღე სრულდება. 17 აპრილს, 19:00 საათზე დაწყებული მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რომელიც პარლამენტიდან დაიწყო და ნაწილობრივ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, დაახლოებით ცხრა საათში, 18 აპრილს, ღამის სამი საათისთვის საგრძნობლად შეთხელებულია. პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ამჟამად ათეულობით ადამიანიღა რჩება. დემონსტრაციის სპიკერებს არ გამოუცხადებიათ, რა გეგმებით აქვთ მომდევნო დღეებში. პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი მატჩები – “რეალმა” “სიტის”, ხოლო “ბაიერნმა” “არსენალს” სძლია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა. პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. „რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ, დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი “სამეფო […]
ნიკა მელია – პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით

პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს. „სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო […]
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ინფორმაცია თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი, გასაჯაროვდება

არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ, – ამის შესახებ აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადეს. როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველი გეგმის შესახებ, რომელიც სამომავლო პროტესტთან დაკავშირებით ექნებათ, ინფორმაციას გაასაჯაროებენ. „აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე […]
რა ინფორმაციას აქვეყნებს ალეკო ელისაშვილზე ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის შესახებ, რომელიც კანცელარიიდან პოლიციამ წაიყვანა, სოციალურ ქსელში წერს: ,,ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს.” ომბუდსმენს კომენტარებში გიგი უგულავა პასუხობს: ,,ე ბიჯო! ძმაკაცის გალახვაზე მაინც ამიოღე ხმა”
ევროპის საბჭოს ასამბლეა რეკომენდაციას უწევს კოსოვოს ევროსაბჭოში წევრობისთვის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ PACE-მ, 17 აპრილს, საღამოს, რეკომენდაცია გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კოსოვო იქნას მოწვეული ევროპის საბჭოში გაწევრიანებისთვის. ასამბლეა თვალყურს მიადევნებს მის მიერ ნაკისრი „ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის შესრულებას, გაწევრიანების შესაბამისად”. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ნაბიჯის შესახებ მიიღებს მინისტრთა კომიტეტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. “წევრობამ უნდა შემატოს იმპულსი კოსოვოს, გააგრძელოს წინსვლა […]
თავს ნორმალურად გრძნობს – სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილზე, რომელიც პოლიციამ წაიყვანა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იუწყება, რომ პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ორიოდე საათის წინ პოლიციამ მანქანით ძალის გამოყენებით წაიყვანა, „თავს ნორმალურად გრძნობს“. „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს“, – დაწერა იოსელიანმა ალეკო ელისაშვილზე. იოსელიანი ალეკო ელისაშვილი ყოფილი თანაპარტიელი და ბავშვობის მეგობარია. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, დაახლოებით 00:00 საათისთვის […]
შერმადინის “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში თურქული “თოფაში” 78:55 გაანადგურეს და ოთხთა ფინალის საგზური ზედიზედ მე-3 წელია მოიპოვეს. ამ წარმატებაში სოლიდური წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:35 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 7-დან 5 […]