“ხალხის ღალატი” და “ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა” – ლატვიელი პარლამენტარი კანონპროექტზე

„ლაგამის ამოდება მოწინააღმდეგეთათვის“ – ასე აფასებს ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ხელახალ წარმოდგენას. კოლსმა 13 სხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თქვა, რომ ეს კანონი დააშორებს ქვეყანას ევროპულ მიმართულებას და ის „პუტინის რუსეთის სტილის” მსგავსი სულისკვეთებისა და მსგავსი მიზნის კანონია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი […]

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე […]

კირილ ბუდანოვი – რუსეთმა ივნისში, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყოს

რუსეთმა ივნისში, შესაძლოა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავების მიზნით, მასშტაბური შეტევა დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ რუსები ფოკუსირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე და მათ შედეგებზე. „ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ისინი შეეცდებიან დაიკავონ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია“, – განაცხადა […]

BBC – მალიში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, ძლიერ სიცხეს სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC -ის ინფორმაციით, ადამიანის ქმედებების გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გამო გლობალურმა ტემპერატურამ 1.4 გრადუს ცელსიუსით მოიმატა, თუმცა აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. გამოცემის ცნობით, მალიში ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ქვეყანაში აპრილის დასაწყისიდან დღემდე მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა. მალის მეზობელ ქვეყანა, ბურკინა-ფასოში ძლიერი სიცხის […]

ევროკომისია – უკრაინა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს – 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინა, მომავალ კვირას, შეთანხმებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან, Ukraine Facility-დან მეორე ტრანშს, 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა განაცხადა. უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების 50 მილიარდიანი პროგრამიდან პირველი ტრანში – 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ ხაზი გაუსვა […]

საქართველოს პარლამენტში დღესაც „უსაფრთხოების ყვითელი დონეა“

საქართველოს პარლამენტში არც დღეს, 18 აპრილს შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის” შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 18 აპრილს ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“ და „დაგეგმილ საპარლამენტო […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს – აქ, უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელის სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვაზე ისაუბრა, რასაც, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. ” ეს არის ის, რაც ყოველდღე ხდება უკრაინაში და რაც ასახავს ჩვენს ამჟამინდელ ძირითად საჭიროებას – საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. აქ, უკრაინაში, ევროპის ჩვენს ნაწილში, […]

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, დუბაის აეროპორტში 290-მდე ავიარეისი გაუქმდა

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და სკოლები დაიხურა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი აცხადებს, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგას და მგზავრებს ურჩია, […]

ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერებმა ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. „ევროპული საბჭო მკაცრად და ცალსახად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, იმეორებს სრულ სოლიდარობას ისრაელელი ხალხის მიმართ და ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ. ევროპული საბჭო მოუწოდებს ირანს და მის მარიონეტებს, შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად

ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მისი მოკავშირეების რჩევებს, – ასეთი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მავრობის სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დევიდ კამერონსა და ანალენა ბერბოკს „ყველა სახის წინადადება და რჩევა“ ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამას აფასებს, […]