ლევან იოსელიანი – ალეკო ელისაშვილი ჩემთან ერთადაა, თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, მასთან ერთად არის და თავს კარგად გრძნობს. ლევან იოსელიანის თქმით, ალეკო ელისაშვილი მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით თავად გააკეთებს კომენტარს. „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ […]

ალეკო ჩემთანაა – ლევან იოსელიანი

ალეკო ელისაშვილი სახალხო დამცველთან აფარებს თავს. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა დაწერა სოციალურ ქსელში. “ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს.”– წერს ლევან იოსელიანი.

იოსელიანი ელისაშვილზე: ჩემთან ერთადაა, თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს

ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. წერს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. მოქალაქეების ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

აქცია ორ ადგილას გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან

მე-7 საათია, ცენტრალურ თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება. ე.წ. აგენტების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:30 საათამდე მისცეს ვადა კანონპროექტის უკან გასაწვევას. მოგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის დემონსტრაციის ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. პოლიტიკურმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. კობახიძე მათ არ […]

,, ქართული ოცნება, თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე პასუხი და ხართ თანამონაწილეები ხალხის გაურკვევლობაში!” – იუნა შაფათავა

,,დიახ, თქვენი ოროსნების- ღარიბაშვილისნაირი იდიოტების დანიშვნით დარჩა ეს ქვეყანა წარსულში” – წერს აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში: ,,არც მცალია რამე ავხსნა. არც მთავრობის მხარეს ვარ, არც ოპოზიციის. უბრალოდ გადავხედე ,,უცხოურ აგენტებზე’ კანონს რუსეთში, ასევე აშშ-ში. ორივე ქვეყანაში ერთი დასახელებით იძებნება, მსგავსი რეგულაციებით. აშშ-ში პირველად იქნა მიღებული 1938 წელს და დღესაც ძალაშია, სხვადასხვა წლებში […]

ხელვაჩაურის მერმა ახალსოფლის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალსოფლის საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, გაეცნო და ახალსოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. საბავშვო ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებს აწარმოებს – შპს “მტმ”.პროექტის ღირებულება – 5 178 548 ლარი. მერმა, თხილნარის […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი მატჩები – “რეალმა” “სიტის”, ხოლო “ბაიერნმა” “არსენალს” სძლია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა. პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. „რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ, დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი “სამეფო […]

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს – მომიტინგეები სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”

მთავრობის ადმინისტრაციის შენობას მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, კვერცხები ესროლეს. ისინი სკანდირებენ “საქართველო” , “რუსებო”, “მონებო”. გარდა ამისა, წარმოდგენილი აქვთ საპროტესტო შინაარსის ბანერები. ცოტა ხნის წინ კი, მათ აქციაზე “ქართული ოცნების” დროშებიც დაწვეს. აქციის მონაწილეები ძირითადად განლაგებულები არიან ინგოროყვას ქუჩაზე, შესაბამისად, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. მთავრობის ადმინისტრაციის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

,, არა რუსულ კანონს” – რატომ აქვეყნებს ვიდეოს საავადმყოფოდან კობა სუბელიანი

აშშ-ში, ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, კობა სუბელიანი სოცილურ ქსელში, კლინიკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს. კობა სუბელიანი აკონკრეტებს, თუ რატომ მოხვდა კლინიკაში: ,, წონა გამექცა ტრაილერში, 120 კილო გავხდი ეს ნახევარ მეტრიანი კაცი :))) შაქარი, ქოლესტეროლი, წნვები, უძილობა, ქოშინი, ღვიძლის გაცხიმოვნება. აი ეს ყველაფერი დამილაგდება ❤️“ სავარაუდოდ, კობა სუბელიანმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა

ეგზიტ პოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხორვატიის არჩევნებში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, მაგრამ არა – უმრავლესობა

ხორვატიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ 17 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა მაგრამ, როგორც ეგზიტ პოლმა აჩვენა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მხოლოდ მათ მართონ ქვეყანა. Ipsos-ის ეგზიტ პოლების მონაცემებით, ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა (HDZ) 151 წევრიან ასამბლეაში 58 ადგილი მოიპოვა. ამავე ანგარიშით, მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, სოციალ-დემოკრატების (SDP) ხელმძღვანელობით 44 ადგილი მოიპოვა. მათ მოჰყვება მემარჯვენე პარტია “მოძრაობა […]