ვასალობის ეპოქა დასრულდა – გია აბაშიძე

„ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურება უცხოური გრანტებით, მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა, სასოწარკვეთილნი არიან ისინი, ვინც სხვის დაკვეთას ემსახურებიან ავაზაკური მიზნების განსახორციელებლად“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს მართავს არჩეული ხელისუფლება თბილისიდან და არა სხვა რომელიმე დედაქალაქიდან. „არაერთ ანგარებიანსა და არაკეთილსინდისიერს შინ და გარეთ მოუწევს რეალობასთან შეგუება – ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, […]

აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს რაიმე თანამდებობა მიიღოს უკრაინაში – ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუტსაიდერი ელისაშვილი ნაცებთან ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას უკრაინაში, არახამიას გუნდში. „ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ […]

ასეთ პირობებში, არასამთავრობოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი

ასეთ პირობებში, არასამთავრობოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი ენჯეოებზე (არასამთავრობოებზე) დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები […]

ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა – Eurostat

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა – საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე. პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის […]

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში […]

სალომე სამადაშვილი – პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ

ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები განიხილება. სამადაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეგულაცია, რომ უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული […]

სახალხო დამცველი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. „სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე […]

„ხალხის ძალა“ – გასაგებია, რომ 30 წლის მანძილზე დახარჯული თანხების გაშიფვრა არ გინდა, მაგრამ დღეს რას ხარჯავ, ის მაინც გააგებინე ქართულ საზოგადოებას – იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს ხმარდება

საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შარშან საბაბად სიტყვა აგენტს მაინც იშველიებდნენ, ახლა კი სათქმელი საერთოდ აღარაფერი აქვთ“. „ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, […]

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეზღუდულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კანონს მიიღებენ, მადამ პრეზიდენტის ვეტო ვერ შეაჩერებს – გავრილოვის და ოცნების მეგობარი მამუკა ფიფია

კანონს მიიღებენ, მადამ პრეზიდენტის ვეტო ვერ შეაჩერებს – გავრილოვის და ოცნების მეგობარი მამუკა ფიფია წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ოცნების” რუსულ კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს. “მადამ პრეზიდენტის ვეტო კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს, რადგან ვეტოს დაძლევას დაუბრკოლებლად შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობა. დარჩენილია მეორე და მესამე მოსმენები და […]