ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ენტონი ბლინკენი ჩინეთში ოთხდღიან ვიზიტს 23 აპრილს დაიწყებს. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ჩინეთში ვიზიტისას შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება პეკინი რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში. ენტონი ბლინკენის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. „ჩინეთი უახლოეს დღეებში სახელმწიფო […]

ლადო მგალობლიშვილი – მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელების ანაზღაურებები 15-დან 20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს – მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და გმობს ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტვ-ზე“ თავდასხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელები მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის. „პირველ რიგში, ვგმობ ფაშისტურ თავდასხმებს ტელეკომპანია ,,იმედისა’’ და „პოსტვ-ის“ ჟურნალისტებზე და ვუცხადებ მათ მხარდაჭერას. […]

თამარ კორძაია – ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ

ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ. „ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი […]

TV იმედი: აქციაზე რადიკალური ჯგუფები ჩვენ მიმართ აგრესიით გამოირჩევიან

ტელეკომპანია იმედი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციებზე “რადიკალური ჯგუფები” არხის ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, რის გამოც მათ პროფესიული მოვალეობის შესრულება უფრო და უფრო უჭირთ. “საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი […]

უკრაინის სამხედრო დახმარებას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭს 20 აპრილს უყრიან

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანს. $95-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად $60.84 მილიარდს, ისრაელისთვის $26.38 მილიარდს, ხოლო ჩინეთთან გასამკლავებლად $8.12 მილიარდს მოიცავს. “მე 80-იანების შვილი ვარ. თავს რეიგანის რესპუბლიკელად მივიჩნევ. მე მესმის ის ცნება, რომ მშვიდობა სიძლიერით უნდა შეინარჩუნო”. – განაცხადა CNN-თან ინტერვიუში რესპუბლიკელმა მაიკ […]

„თუ ქვეყანას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ – უსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე

უსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“. „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ […]

“კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე” – ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაერში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის შესახებ მიღებულ კანონს ეხმიანებიან. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს და უარყოფითად […]

პოლონელმა ფერმერებმა განაახლეს უკრაინასთან დამაკავშირებელი ორი საბაჟო პუნქტის ბლოკირება

18 აპრილის დილით, პოლონელმა ფერმერებმა კვლავ გადაკეტეს უკრაინის საზღვართან მდებარე კორჩევა-კრაკოვეცისა და მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტები. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „მოტყუებულ აგრარიკოსთა“ ლიდერმა რომან კონდრუვმა განუცხადა. მისივე თქმით, ფერმერები ცდილობენ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრას, რათა მისგან მოისმინონ, თუ კონკრეტულად რას აკეთებს მთავრობა ფერმერთა პრობლემების მოსაგვარებლად. “უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მოსავლის აღების პერიოდში პოლონეთის […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება. PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა – კონფერენციაა, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600-ზე მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო […]

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის […]