58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ 58 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ის ბრაზილიის სერია D-ის რიო დე ჟანეიროს კლუბ “ამერიკაში” ჩაირიცხა. რომარიომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მის შვილ 30 წლის რომარინიოსთან ერთად სურს ასპარეზობა. ყოფილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2009 წელს კი კარიერა დაასრულა.

Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე აქციებზე: უნდა დადგეს პოლიციის პასუხისმგებლობა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე აქციებს და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პოლიციის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. “რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ თბილისში, ეს იყო ბრუტალური ანგარიშსწორება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც შეკრების უფლებას მშვიდობიანად იყენებდა. სახელმწიფო უწყებები იქცეოდნენ ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა […]

SPIEGEL: გერმანიაში სავარაუდოდ რუსეთის ორი აგენტი დააკავეს

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, გერმანიაში დააკავეს ორი რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. ბავარიაში, ქალაქ ბაიროიტის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობა და დივერსიის მომზადება ედებათ ბრალად. დაკავებულები ბავარიის მაცხოვრებლები, 39 წლის დიტერ ს. და 37 წლის ალექსანდრ ჯეი. არიან, რომელთაც გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ორივე მათგანს უცხოურ […]

ოქრიაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით

დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერი – 95 %-მდე ქართველი. და საერთოდ, რა შუაშია “ოცნება“? ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!

შევჩენკოს რევოლუციური იდეა ფეხბურთში – უკრაინაში მსაჯები სიცრუის დეტექტორს გაივლიან

The Athletic-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოს რევოლუციური იდეა აქვს, რომელსაც თავის ქვეყანაში მალე განახორციელებს. კორუფციასა და გარიგებული მატჩების თავიდან ასარიდებლად, ყოფილი თავდამსხმელი მსაჯებისთვის სიცრუის დეტექტორის შემოღებას გეგმავს. პოლიგრაფი გაზომავს არბიტრების წნევისა და სისხლის ნაკადის ცვალებადობას, ასევე მათ სუნთქვასა და ოფლიანობას, რათა დადგინდეს, ამბობს თუ არა გამომცდელი სიმართლეს. “ჩვენ ვხედავთ პოლიგრაფს, როგორც შესაძლებლობას […]

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას – ერთ პიროვნებაზე ლაპარაკობთ, რომელზეც აქამდე იძახდით, საქართველოდან გარბისო, ახლა იძახით, შემოდის და თანხებს აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ – აშშ-მ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის?! ვერაფერს ვეღარ გააკეთებ

რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო – აშშ-მ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას?! თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს ვერ გააკეთებ – რა საქართველო, რის საქართველო! – ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთა აზრით, ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. სანქციების თემაზე საუბრისას კვიჟინაძემ ისიც […]

პაატა მანჯგალაძე – მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული

მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული და გეგმა უნდა ჰქონდეთ მათ, როგორ აპირებენ ამ ხალხის დამშვიდებას. ეს არის მთავარი გეგმა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო ჩვენია და გართულებაზე ვერ წავალთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ – არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა

რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს. „ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში […]

“ფეხბურთელებს მინდა ვკითხო, რომელ ევროპისკენ გინდათ, მონებივით რომ ექცევიან და ამუშავებენ ქართველებს, მაგ ევროპისკენ გინდათ?“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

“ფეხბურთელებს მინდა ვკითხო, რომელ ევროპისკენ გინდათ, მონებივით რომ ექცევიან და ამუშავებენ ქართველებს, მაგ ევროპისკენ გინდათ?“ – ნიკოლოზ მჟავანაძე ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს: “ნაკრების ფეხბურთელებს მინდა ვკითხო, რომელ ევროპისკენ გინდათ, მონებივით რომ ექცევიან და ამუშავებენ ქართველებს, მაგ ევროპისკენ გინდათ? ლგბტ სამკლაურებს რომ გაკეთებინებენ მხარზე მაგ ევროპისკენ გინდათ? ეკლესიები რომ კაფე ბარებად აქციეს მაგ […]

პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება. „საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ […]