რუსთაველის გამზირი 1-ელ იანვარსაც გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი მოქალაქეებმა 1-ელ იანვარსაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მოქალაქეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.
ბრალდება წარუდგინეს მძღოლს, რომელმაც ავტოავარიის დროს 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს […]
„გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა

1 იანვარს “გაზპრომმა”, რუსეთის უმეტესად სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა ენერგოგიგანტმა, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ეს მოსკოვის დროით დილის 8 საათზე მოხდა. კრემლი ამ ნაბიჯს უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ახსნა. კიევმა დაადასტურა რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება. „ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ. […]
ბულგარეთი და რუმინეთი “შენგენის ზონის” სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

ოთხშაბათს რუმინეთმა და ბულგარეთმა ევროკავშირის „შენგენის ზონის“ სრული წევრობისთვის, სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს და შეუერთდნენ ქვეყნების ბლოკს, რომლის მცხოვრებლებსაც საპასპორტო კონტროლის გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ. შუაღამეს ბულგარეთის სასაზღვრო პუნქტთან ცა ფოიერვერკმა გაანათა, როდესაც ბულგარეთის და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს. გადასასვლელი საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტია და იქ მოძრაობა ხშირად […]
შოტლანდიაზე, შვეიცარიასა და უელსზე წინ – Transfermarkt-ის ცხრილში საქართველოს ნაკრები ძვირად ღირებულ გუნდებს მიუახლოვდა

გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 2024 წლის ბოლოსთვის 192.60 მილიონი ევროა. ეს მაჩვენებელი მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების შედეგთან ახლოსაა. ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების ტოპ 10: ინგლისი – 995.00 მილიონი ევრო საფრანგეთი – 978.00 მილიონი ევრო ბრაზილია – 921.80 მილიონი ევრო ესპანეთი – 890.00 მილიონი ევრო პორტუგალია – 835.00 […]
პოლონეთმა უნგრეთი შეცვალა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლში

2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი შეუდგა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობების შესრულებას, ნახევარი წლის ვადით. პოლონეთმა ამ როლში უნგრეთი შეცვალა. პოლონეთის ევროკავშირის საქმეების მინისტრი, ადამ შლაპკა აცხადებს, რომ ვარშავის თავმჯდომარეობის მთავარი პრინციპი იქნება “უსაფრთხოება, ევროპა”. პოლონეთი გეგმავს კონცენტრაციას უსაფრთხოების შვიდ ასპექტზე: საგარეო, საშინაო, საინფორმაციო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, საკვების წარმოებისა და ჯანდაცვის სფეროებზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ […]
ქართველი დიზაინერის კაბა და Cartier-ის ლეგენდარული ყელსაბამი: შორენა ბეგაშვილმა ახალი წელი დუბაიში შვილთან და დასთან ერთად აღნიშნა – Marao

შორენა ბეგაშვილი 2025 წელს დუბაიში დასთან, ლელა ბეგაშვილთან და შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად შეხვდა. უმშვენიერესმა მსახიობმა ვარდისფერი, ბუმბულით გაფორმებული კაბა მოირგო, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, დავიდ კომახიძემ შექმნა. ახალი წლის ღამეს შორენა ბეგაშვილმა Cartier-ის ლეგენდარული Juste Un Clou კოლექციის ყელსაბამი მოირგო, რომელიც თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და ბრილიანტებითაა გაფორმებული, მისი ფასი, საშუალოდ, 48 000 – 50 000 […]
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა უნდა განაგრძონ, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი არის დასაცავი. აქციის მონაწილეების თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და […]
ბოლნისის ავტოსაგზაო შემთხვევაზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პროკურატურის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს […]
კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ დამოუკიდებელ უწყებად იმუშავებს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება – კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება. პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა. კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს. არსებული […]