გასული წელი უკრაინისთვის რთული იყო, რა რეალობის წინაშეა კიევი 2025 წლისთვის

ორ თვეზე ნაკლებ დროში, 2025 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ომის მეოთხე წლის ათვლა დაიწყება. როგორი იყო გასული, 2024 წელი უკრაინისთვის და რა რეალობით ხვდება ის ახალ, 2025-ს? ფრონტის ხაზებზე ყველა მიმართულებით რთული ვითარებაა. მართალია, ევროკავშირი და ნატო უკრაინას გვერდში დგომას ძველებურად ჰპირდება, მაგრამ გაურკვეველია უკრაინის მთავარი მხარდამჭერის, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ბედი. ამერიკაში […]
ირანსა და სამ ევროპულ ქვეყანას შორის ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 13 იანვარს უნდა შედგეს

ირანის ნახევრადოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტო ISNA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ირანსა და სამ ევროპულ ქვეყანას შორის ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 13 იანვარს ჟენევაში გაიმართება. სააგენტომ ეს შეტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ირანი თავის საკამათო ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს 2024 წლის ნოემბერში, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან აწარმოებდა. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ […]
“ბედნიერების და დაუვიწყარი მომენტების მომტანი წელი ყოფილიყოს“ – ანუკი არეშიძის მილოცვა

2025 წლის დადგომას დიზაინერი ანუკი არეშიძე გამომწერებს ულოცავს. მან „ინსტაგრამ-სთორი“ გამოაქვეყნა, რომლითაც საყვარელ ადამიანებს და გამომწერებს ბედნიერი ახალი წელი უსურვა. “ბედნიერი 2025 ✨❤️ ჯანმრთელობის, ბედნიერების და დაუვიწყარი მომენტების მომტანი წელი ყოფილიყოს. ყველანი მიყვარხართ“, – წერს ანუკი არეშიძე. ნახეთ:
დღეიდან სიგარეტზე აქციზის ფასი იზრდება

2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი (გადასახადი) ძვირდება. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, დოკუმენტს ხელი კი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით მიიღო. საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა 13 დეკემბერს ჩატარდა. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ზარქუამ, რამინა ბერაძემ და ირაკლი […]
ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან კიევზე დრონით მიტანილ იერიშს

ახალი წლის გათენებისას, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს დრონებით დაესხა თავს. იერიშის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა. 1 იანვარს მომხდარი აფეთქებების გამო, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა შენობები უკრაინის დედაქალაქის ორ რაიონში. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის ოფიციალური წყაროები ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მათ რუსეთის მიერ ღამით გაშვებული 111 დრონიდან 63 ჩამოაგდეს. […]
მაკრონმა გასულ წელს დაშვებული შეცდომები აღიარა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 31 დეკემბერს თანამოქალაქეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა. საახალწლო მიმართვაში მან დანანებით განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, ივნისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი არეულობა შეიტანა. 2024 წელი მაკრონისთვის საკმაოდ მშფოთვარე იყო. ზაფხულში საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება ნაადრევი არჩევნების გამოცხადებამ ჩვეული რიტმიდან ამოაგდო. ამ რისკიანმა ნაბიჯმა მაკრონისთვის უარყოფითი შედეგი გამოიღო, რადგან […]
კაბა გველის გამოსახულებით და შთამბეჭდავი კადრები: ეკო ფანგანის საახალწლო ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“სიკეთე, სიყვარული, ერთობა, სიმშვიდე, იღბალი და ბარაქა მოეტანოს 2025 წელს ყველასთვის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ უკლებლივ ყველას, მე მიყვარხართ ყველა”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. ეკომ ფოტოები გველის ორნამენტით გაფორმებულ ორიგინალურ კაბაში გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. ეკო ფანგანმა კარიერული გზა სრულიად განსხვავებული სფეროდან დაიწყო: “ტელევიზიისგან სრულიად განსხვავებული სფერო ავირჩიე – […]
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი – სამწუხაროდ 2, 3, 4, 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა. როგორც თეატრის მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან. „ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ […]
ორსული ლიზა ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია და შთამბეჭდავი კადრები – Marao

ლიზა ჩიჩუა მალე მეორე შვილის დედა გახდება. უმშვენიერესი ლიზა კადრებს საორსულო ფოტოსესიიდან გვიზიარებს. ის საახალწლო გარემოში მეუღლესთან, ირაკლი მაქაცარიასთან ერთად პოზირებს. “ჩვენი ოჯახი გილოცავთ ახალ წელს!” – წერს ლიზა. ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ […]
ქართულ ბიზნესს არ სურს იხილოს ძალადობა, სიცრუე და გადაგდება, რაც უკვე გამოიარეს – გიორგი ისაკაძე

„ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) დამფუძნებლის გიორგი ისაკაძის აზრით, ქართულ ბიზნესს არ სურს იხილოს ძალადობა, სიცრუე და გადაგდება, რაც უკვე გამოიარეს. ამის შესახებ მან BMGTV-ზე, „წერტილის“ 2024 წლის შემაჯამებელ გადაცემაში განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ამ პროცესში ბიზნესის როლზე ისაუბრა. გიორგი ისაკაძის შეფასებით, ის, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი დღეს ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ქვეყანაში […]