ზელენსკი: რუსეთის გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მარცხია მოსკოვისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაზე გამავალი, მნიშვნელოვანი გაზსადენით რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა დიდი მარცხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის. როცა პუტინი 25 წელზე მეტი დროის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ყოველწლიურად შეადგენდა 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X. ახლა ეს […]

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეს, რომელმაც ომის კრიტიკოსს გამოუტანა განაჩენი

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეს, რომელმაც შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა უფლებადამცველ ალექსეი გორინოვს – უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის კრიტიკის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ოლესია მენდელეევას, მისი როლისთვის მოსკოვის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატის, გორინოვის თვითნებურ დაკავებაში. 63 წლის გორინოვი იყო პირველი პირი, რომელიც ციხეში მოხვდა რუსეთში მოქმედი, ომთან დაკავშირებული ცენზურის […]

,,ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ!“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა , ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც […]

2 იანვარს აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება

2 იანვარს, რუსთაველის გამზირზე აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი „დაიტოვე” ავრცელებს. „2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი! წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ […]

ახალ ორლეანში მასობრივ მკვლელობას ტერორიზმის მუხლით იძიებენ

ახალი წლის დილით, ამერიკის სამხრეთში მდებარე ქალაქ ახალ ორლეანში საჭესთან მჯდომი მძღოლი ადამიანთა მოზეიმე ჯგუფს შეეჯახა. მანქანის დამტვრევის შემდეგ, მძღოლმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ორი ოფიცერი დაჭრა. 1 იანვარს მომხდარი თავდასხმის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა. ინციდენტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორისტული აქტის მუხლით იძიებს. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ეჭვმიტანილი […]

ნოსტალგიური მოგზაურობა, სავარაუდოდ, 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ტენდენცია გახდება – ანგარიში

Globetrender-ისა და Amadeus-ის მოგზაურობის ტენდენციები 2025 ანგარიშის მიხედვით, ნოსტალგიური მოგზაურობა მისი ყველა მრავალი ფორმით, სავარაუდოდ, მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ტენდენცია გახდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. კონცეფცია, სახელწოდებით „New Heydays“, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შთააგონებს ნოსტალგიის ახალი ტალღა ადამიანებს, დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის არდადეგები. ჯენი საუთანმა, Globetrender-ის რედაქტორმა და დამფუძნებელმა, განუცხადა Euronews Travel-ს: „2025 […]

სალომე ზურაბიშვილი – ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ – საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა არავის ეპატიება!

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” “ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც “ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და […]

ახდენილი ოცნება და ოჯახური კადრები პრაღიდან: როგორი იყო გვანცა დარასელიას ახალი წელი – Marao

“გულით ვისურვებ ბედნიერებას თქვენს ოჯახებს და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანას! 2025 ყოფილიყოს გამარჯვებების და წინსვლის წელი”, – წერს გვანცა დარასელია და ოჯახურ კადრებს ჩეხეთიდან, პრაღიდან აქვეყნებს. გვანცა დარასელია 1989 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. არის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი. 2008 წელს წარადგინა საქართველო “მის სამყაროზე”. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში. ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე […]

სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა. “ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, […]

რუსთაველის გამზირი 1 იანვარსაც გადაიკეტა – პარლამენტთან პროევროპული აქციები გრძელდება

თბილისში, პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. პროევროპულ აქციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნაც ახალი არჩევნების გამართვაა, მოქალაქეები 2025 წლის პირველ დღესაც შეიკრიბნენ. აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა, რომელთა რიცხვიც 44-ია. ისინი ახალ წელს საპატიმროებში შეხვდნენ. დღეს უკვე 35-ე დღეა, რაც საქართველოში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ […]